პეტროლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტროლოგიის შესწავლის ობიექტი – ქანი

პეტროლოგია (ბერძნ. pétros – ქვა და logos – მოძღვრება) — მეცნიერება მაგმური და მეტამორფული ქანების შესახებ. სწავლობს მათ ქიმიურ და მინერალოგიურ შედგენილობას, სტრუქტურასა და ტექსტურას, განლაგების პირობებსა და გავრცელების კანონზომიერებებს. პეტროლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული მინერალოგიასთან, გეოქიმიასთან, კოსმოქიმიასთან, ვულკანოლოგიასთან, პლანეტოლოგიასთან, ტექტონიკასთან, სტრატიგრაფიასთან და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიასთან.

განასხვავებენ:

  • მაგმატურ პეტროლოგიას (იკვლევს კრისტალურ ქანებს);
  • მეტამორფულ პეტროლოგიას (შეისწავლის ტექტონიკურ ქანებს).

ქანების კვლევის დროს იყენებენ კრისტალთოპტიკურ, რენტგენოსკოპიულ, ანალიზური ქიმიის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს.

ყოფილ სსრკ-ში ზოგი მკვლევარი (მაგ,: ფრანც ლევინსონ-ლესინგი) თვლიდა, რომ პეტროლოგია და პეტროგრაფია როგორც ტერმინები ერთიმეორისათვის სინონიმებია. სხვები (მაგ,: ალექსანდრე ზავარიცკი) მიიჩნევდა, რომ პეტროლოგია მხოლოდ ქანების აღმწერი მეცნიერებაა.

საბოლოოდ პეტროლოგია გამოეყო პეტროგრაფიას, როგორც მეცნიერება მაგმურ ქანების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Best, Myron G. (2002), Igneous and Metamorphic Petrology (Blackwell Publishing). ISBN 1405105887
  • Blatt, Harvey; Tracy, Robert J.; Owens, Brent (2005), Petrology: igneous, sedimentary, and metamorphic (New York: W. H. Freeman). ISBN 978-0716737438
  • Dietrich, Richard Vincent; Skinner, Brian J. (2009), Gems, Granites, and Gravels: knowing and using rocks and minerals (Cambridge University Press). ISBN 978-0521107228
  • Fei, Yingwei; Bertka, Constance M.; Mysen, Bjorn O. (eds.) (1999), Mantle Petrology: field observations and high-pressure experimentation (Houston TX: Geochemical Society). ISBN 0941809056
  • Philpotts, Anthony; Ague, Jay (2009), Principles of Igneous and Metamorphic Petrology (Cambridge University Press). ISBN 978-0521880060
  • Robb, L. (2005), Introduction to Ore-FormingProcess