გეოდინამიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოდინამიკა (ბერძ. gē – მიწა და დინამიკა) — გეოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნათ ისახავს ენდოგენური პროცესების შესწავლას. ამისათვის იგი კომპლექსურად იყენებს კვლევის გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გეოქიმიურ მეთოდებს. გეოდინამიკა მჭიდროდა არის დაკავშირებული გეოფიზიკასთან, გეოქიმიასთან, პეტროლოგიასთან, ტექტონიკასთან.

იგი ემყარება საერთო ფიზიკისა და ქიმიის კანონებს. ფართოდ იყენებს ასევე პლანეტოლოგიურ ცნობებს.

გეოდინამიკამ როგორც მეცნიერებამ ჩამოყალიბება XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. მის სათავეებთან იმთავითვე დადგა გერმანელი მეცნიერი ალფრედ ვეგენერი და ამერიკელი გეოლოგი ართურ ჰოლმსი. გეოდიმანიკის შემდგომ განვითარებაზე დიდად იზრუნეს ვლადიმერ მაგნიცკიმ, ვლადიმერ ბელოუსოვმა, პეტრე კროპოტკინმა და სხვებმა.

შიდა ღრმა პროცესების შესასწავლად საჭიროა მზის სისტემის პლანეტების წარმოშობისა და ევოლუციურ თეორიული კონცეფციების დამუშავება. ამასთანავე გეოდინამიკა იკვლევს ლითოსფეროს ფილების მოძრაობის მექანიზმს, რის საფუძველზე სწავლობს დინამიკურ პირობებს.

გამოიყოფა გეოდინამიკის რამდენიმე განხრა:

  • ზოგადი გეოდინამიკა (ე.ი. საკუთრივ გეოდინამიკა, რომელიც სწავლობს დედამიწის შიდა გარსებს);
  • კერძო გეოდინამიკა (შეისწავლის დედამიწის გარეგან გარსებს);
  • რეგიონული გეოდინამიკა (შეისწავლის ლითოსფეროს ფილებს დედამიწის ზედაპირის კონკრეტულ ტერიტორიებზე);
  • ისტორიული გეოდინამიკა (ახდენს გეოლოგიურ წარსულის გეოდიმანიკური გარემოების აღდგენას).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Батугин А.С. Геодинамическое районирование. Москва. МГГУ. 2003. ISBN 5-94999-007-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]