სულხან ცინცაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულხან ცინცაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1925
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი

სულხან ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925 — გ. 15 სექტემბერი, 1991) — ქართველი კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მუსიკალური კაერიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სსრკ-ის სტალინის პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.

ნამუშევრები[რედაქტირება]

  • 12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).
  • ორი ოპერა („განდეგილი“, 1972)
  • ხუთი ბალეტი („დემონი“ 1961, „Rivares“ 1982).
  • ხუთი სიმფონია (1952—1985).
  • 24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).
  • 2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).
  • 2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 3 ოპერეტა („აბლაბუდა“ — 1960, „სიმღერა ტყეში“ — 1967, „შვეიხი“ — 1976).
  • მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]