ჯარისკაცის მამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯარისკაცის მამა
ჟანრი ისტორიული დრამა
რეჟისორი რეზო ჩხეიძე
სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი
როლებში სერგო ზაქარიაძე, ალექსეი ნაზაროვი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გია კობახიძე, გერონტი დათუნაშვილი
კინოსტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1964
ხანგრძლივობა 92 წუთი
ქვეყანა სსსრ (სსრკ)
ენა ქართული, რუსული
IMDb პროფილი
ეროვნული ფილმოგრაფია

ჯარისკაცის მამა — მხატვრული ფილმი გადაღებული სტუდიაში "ქართული ფილმი" 1964 წელს რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლში - სერგო ზაქარიაძე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯამრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა.გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება. ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მივა. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვის, მაგრამ მძიმე ბრძოლაში გოდერძი მამის თვალწინ დაიღუპება.

პრიზები[რედაქტირება]

  • პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი"; რომის საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია (1966).[1]

სქოლიო[რედაქტირება]