სამოცდაათი — სამოცდამეათე ნატურალური რიცხვი. არის სამოცდაცხრის მომდევნო და სამოცდათერთმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 70. 70 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „სამოცდაათი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია სამი ოცი და ათი (იგულისხმება სამოცზეათი ერთეულით მეტი).