სამოცი — მესამოცე ნატურალური რიცხვი. არის ორმოცდაცხრამეტის მომდევნო და სამოცდაერთის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 60. 60 არის მეექვსე ათეულის პირველი ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „სამოცი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია „სამი ოცი“ (იგულისხმება სამჯერ ოცი).