სინის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინის ნახევარკუნძული
Nile River and delta from orbit.jpg
მდებარეობა აზია
აკვატორია წითელი ზღვა, აკაბის ყურე, სუეცის ყურე, ხმელთაშუა ზღვა
კოორდინატები 29°30′ ჩ. გ. 33°50′ ა. გ. / 29.500° ჩ. გ. 33.833° ა. გ. / 29.500; 33.833
ფართობი 60,000 კმ²
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე

სინის ნახევარკუნძული ან სინაი (კოპტ.: sina ⲥⲓⲛⲁ; ეგვიპტ. არაბ.: sīnā سينا; არაბ. sīnā'a سيناء‎‎; ივრ.: סיני Si-nai) — სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის, ტერიტორიულად ეგვიპტეში. საერთო ფართობია 60.000 კვ. კმ. მდებარეობს აზიის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში გრანიტებით, გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით აგებული მთებია (სიმაღლე 2637 მ). ჩრდილოეთით ზედაპირი დაბლდება 500-1000 მ-მდე. ჭარბობს ძლიერ დანაწევრებული ქვიანი პლატოები. სინის ნახევარკუნძულზე არის ნავთობისა და მანგანუმის საბადოები. ოაზისებში არის ფინიკის პალმა, ქერი, სიმინდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]