აკაბის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gulf of Suez map.jpg
წყალქვეშა სამყარო

აკაბის ყურე (არაბ. خليج العقبة‎) — წითელი ზღვის საკმაოდ ფართო ყურე. ყურე მოქცეულია სინაის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ და არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის დასავლეთ სანაპიროებს შორის. სრუტის სანაპიორზე მდებარეობს სახელმწიფოები: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია და საუდის არაბეთი. მაქსიმალური სიღრმეა 1 850 მ; სიგანე 24 კმ; სიგრძე 160 კმ.

აკაბის ყურე, როგორც წითელი ზღვის განაპირა ნაწილი, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს დაივინგის მოყვარულთათვის. განსაკუთრებით მდიდარია მარჯნით და სხვა წყალქვეშა ორგანიზმებით. ასევე მრავლადაა ჩაძირული გემები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]