შინაარსზე გადასვლა

სერგეი ესენინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ესენინი
რუს. Сергей Александрович Есенин
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი (3 ოქტომბერი), 1895[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი კონსტანტინოვო[6]
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1925(1925-12-28)[2] [1] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [5] (30 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სსრკ[14]
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[12] და მწერალი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
რსფსრ
 სსრკ
ჟანრი ლირიკა და narrative poetry
Magnum opus Q4224595?
მეუღლე ზინაიდა რაიხი[9] , აისედორა დუნკანი[9] , Sofya Yesenina-Tolstaya[9] და Anna Romanovna Izrjadnova
პარტნიორ(ებ)ი Nadezhda Volpin
შვილ(ებ)ი ტატიანა ესენინა, ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი და Konstantin Yesenin
ხელმოწერა
საიტი esenin.ru

სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი (რუს. Сергей Александрович Есенин; დ. 3 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 21 სექტემბერი], 1895, სოფელი კონსტანტინოვო, რიაზანის გუბერნია ― გ. 28 დეკემბერი, 1925, ლენინგრადი, დაკრძალულია მოსკოვში) — რუსი პოეტი-იმაჟინისტი. აისედორა დანკანის მეუღლე.

სახლი სოფელ კონსტანტინოვოში, სადაც ესენინი დაიბადა
ესენინი 1924 წელს

დაიბადა სოფელ კონსტანტინოვაში, რიაზანის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. მამა — ალექსანდრე ნიკიტას ძე ესენინი (1873-1931). დედა — ტატიანა თედორეს ასული ტიტოვა (1875-1955). 1904 წელს ესენინი გლეხების სასწავლებელში შევიდა, რომლის დამთავრების შემდეგაც, 1909 წელს სწავლა დაიწყო საეკლესიო-სასულიერო სასწავლებლის სკოლაში (შემდგომში მისი სახელობის მუზეუმი), სპას-კლეპიხში. სკოლის დამთავრებისას, შემოდგომაზე, 1912 წელს ესენინი სახლიდან წავიდა და მოსკოვს მიაშურა. თავიდან მუშაობდა ყასაბად ხორცის ჯიხურში, შემდეგ კი ტიპოგრაფად. 1913 წელს მოსკოვის შანიავსკის სახელობის საქალაქო სახალხო უნივერსიტეტში მსმენელად მოეწყო. მუშაობდა ტიპოგრაფიაში და მეგობრობდა მუსიკალურ და ლიტერატურულ წრეებთან.

პროფესიული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს საბავშვო ჟურნალ „მიროკში“ გამოქვეყნდა ესენინის პირველი ლექსი.

1915 წელს ესენინი მოსკოვიდან პეტერბურგში გადავიდა, საკუთარ ლექსებს უკითხავდა ალექსანდრე ბლოკს, მ. გოროდეცკის და სხვა პოეტებს. 1916 წლის იანვარში ესენინი ომში გაიწვიეს და მეგობრების წყალობით მან სანიტრის თანამდებობა მიიღო იმპერატორის მეუღლის მატარებელზე. ამ პერიოდში ის დაუახლოვდა „ხალხურ პოეტებს“ და 1916 წელს გამოსცა თავისი პირველი კრებული („რადუნიცა“ (პატარა ცისარტყელა), რომელმაც ის ძალიან ცნობილი გახადა. ნიკოლაი კლიუევთან ერთად ხშირად გამოდიოდა, მათ რიცხვში იმპერატორის მეუღლის ალექსანდრა ფიოდოროვნასა და მისი შვილების წინაშე სამეფო სოფელში.

1915-1917 წლებში მეგობრობდა პოეტ ლეონიდ კანეგისერთან.

1917 წელს გაიცნო და იმავე წლის 4 ივლისს ჯვარი დაიწერა მსახიობ ზინაიდა რაიხზე (შემდგომში რეჟისორ ვ. ე. მეირხოლდის მეუღლე), სოფელ კირიკი-ულიტაში, ვოლგოგრადის დასახლებაში. 1919 წლის დასასრულს (ან 1920 ის დასაწყისში) ესენინმა მიატოვა ოჯახი. ვაჟიშვილზე (კონსტანტინე) ორსულად მყოფი ზინაიდა რაიხი სამწლინახევრის ქალიშვილ ტატიანასთან ერთად დარჩა. 1921 წლის 19 თებერვალს პოეტმა განქორწინება მოითხოვა, რომელშიც ვალდებულებას იღებდა მატერიალურად ეზრუნა ბავშვებზე. ის ხშირად ნახულობდა შვილებს, რომლებიც მეიერხოლდმა იშვილა.

1918 დან 1920 წლებში ის ნაცნობობას ამყარებს ანატოლი მარიენგოლფთან და აქტიურად მოანაწილეობს იმაჟისტების მოსკოვურ წრეში.

იმ პერიოდში, როდესაც ესენინი იმაჟინიზმით იყო გატაცებული გამოვიდა ლექსების რამდენიმე კრებული: „ტრერიადნიცა“ (სამხაზა) „ხულიგნის აღსარება“, ორივე 1921 წელს; „სკანდალისტის ლექსები“ (1923), „მოსკოვის ლუდხანური“ (1924), პოემა „პუგაჩოვი“.

1921 წელს თავის მეგობარ იაკობ ბლიუმკინთან ერთად ესენინმა იმოგზაურა შუა აზიაში, მოინახულა ურალი და ორენბურგი. 13 მაისიდან 3 ივნისამდე თავის მეგობარ პოეტთან ალექსანდრე შირაევცთან ერთად სტუმრობდა ტაშკენტს. იქ ესენინი რამდენიმეჯერ წარდგა პუბლიკის წინაშე, კითხულობდა ლექსებს პოეზიის საღამოებზე, თავისი ტაშკენტელი მეგობრების სახლებში. თვითმხილველების სიტყვებით ესენინს უყვარდა ძველ ქალაქში ყოფნა, ძველი ქალაქის ჩაიხანებში უზბეკური პოეზიის მოსმენა.

1921 წლის შემოდგომაზე გ. ბ. იაკუბოვის სახელოსნოში გაიცნო მოცეკვავე აისედორა დუნკანი, რომელზეც ნახევარი წლის შემდეგ დაქორწინდა. ქორწილის შემდეგ ესენინი და დუნკანი მოგზაურობდნენ ევროპაში (გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია), ამერიკაში (4 თვე), სადაც ის იმყოფებოდა 1922 წლის მაისიდან 1923 წლის აგვისტოს ჩათვლით. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ესენინის ჩანაწერები ამერიკის შესახებ („რკინის მსოფლიო ქალაქი“). დუნკანთან შექმნილი ქორწინება მათი საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მალევე დასრულდა.

1920 წლის დასაწყისში აქტიურად საქმიანობდა წიგნების გამომცემლობაში, ასევე წიგნების გაყიდვაში მათ მიერ დაქირავებულ მაღაზიებში, რასაც პოეტი თითქმის მთელ დროს ანდომებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ესენინი ბევრს მოგზაურობდა სამშობლოში. მან სამჯერ ინახულა კავკასია, რამდენიმეჯერ იყო ლენინგრადში, შვიდჯერ კონსტანტინოვში.

1924-1925 წლებში ესენინი სტუმრობს აზერბაიჯანს, გამოუშვა ტიპოგრაფიული ლექსების კრებული „წითელი აღმოსავლეთი“, რომელიც იბეჭდებოდა ადგილობრივ გამომცემლობებში. არის ცნობები, რომ აქვე 1925 წლის მაისში დაიწერა ლექსი „გზავნილი ევანგელისტ დემნიანს“. ცხოვრობდა ბაქოს გარეუბან მარდაკიანში, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია.

საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1924 წელს ესენინი ჩადის საქართველოში, რომელიც მასზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს; საქართველოში მან შექმნა 33 ნაწარმოები, ამასთან 23 ლექსი, 1 ლიტერატურული წერილი და 9 პოემა. პოემა „ანა სეგინა“ დაწერა ბათუმში, სადაც ის პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა. მეგობრობდა ქართველ პოეტებთან (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო შანშიაშვილი).

1924 წელს ესენინმა გადაწვიტა ჩამოშორებოდა იმაჟინიზმს, ა. ბ. მარიენგოფთან შეუთანხმობლობის გამო. ესენინმა და ივან გრუზინოვმა გამოაქვეყნეს წერილი ჯგუპის დაშლის შესახებ. გაზეთებში გამოჩნდა მკვეთრი კრიტიკული სტატიები მის შესახებ, რომელშიც მას ბრალს სდებდნენ, ლოთობაში, ალიაქოთში, ჩხუბში და ამგვარ ანტისოციალურ მოქმედებებში, თუმცა, თავისი საქციელით (განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში) პოეტი შეგნებულად აძლევდა ასეთ კრიტიკის საბაბს. ესენინზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, უმეტესად ხულიგნობაზე; ასევე ცნობილია „ოთხი პოეტის საქმე“, რომელშიც ესენინსა და მის მეგობრებს ანტისემიტურ გამონათქვამებში სდებდნენ ბრალს.

საბჭოთა მმართველობა ესენინის ჯანმრთელობაზე ნაღვლობდა. 1925 წლის 25 ოქტომბერს რაკოვსკი დზერჟინსკისათვის მიწერილ წერილში ევედრება „გადაარჩინეთ ცნობილი პოეტი ესენინი — უდავოდ ყველაზე ნიჭიერი ჩვენს კავშირში“ და სთავაზობა: „დაპატიჟეთ ის სანატორიუმებში, თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მას სმის საშუალებას არ მისცემენ“.

1925 წელს ნოემბრის ბოლოს სოფია ტოლსტაია შეუთანხმდა ფსიქონერვულ კლინიკის დირექტორს, პროფესორ პ. ბ. განუშკინს პოეტის ჰოსპიტალიზაციაზე მის კლინიკაში. ამის შესახებ პოეტის რამდენიმე ახლო მეგობარმა იცოდა. 1925 წლის 21 დეკემბერს ესენინმა დატოვა კლინიკა, გაანულა საქალაქო გამომცემლობაში ყველა მინდობილობა, ყველა ანგარიშიდან ფული მოხსნა და ერთი დღის შემდეგ ლენინგრადში წავიდა, სადაც ის დასახლდა სასტუმრო №5 ში „ანგლეტერი“.

მისი ცხოვრების ბოლო დღეებში, ლენინგრადში აღნიშნულია შეხვედრები: ნ. ა. ლიუვიოვთან, გ. ფ. უსტინოვთან, ივან პრიბლიუდნისთან, ვ. ი. ერლიხთან და სხვა ლიტერატორებთან.

ესენინი და აისედორა დუნკანი, 1922 წ.

1913 წელს სერგეი ესენინმა გაიცნო ანნა რომანოვნა იზრიადნოვა, რომელიც კორექტორად მუშაობდა ტიპოგრაფიაში, სადაც ესენინმა დაიწყო მუშაობა. 1914 წელს მათ იქორწინეს. 1914 წლის 21 დეკემბერს ანნა იზრიადოვამ გაუჩინა შვილი, რომელსაც იური დაარქვეს (დახვრიტეს ცრუ ბრალდებით 1937 წელს).

1917-1921 წლებში ესენინი ქორწინებაში იყო მსახიობ ზინაიდა ნიკოლაევნა რაიხზე, ვსევოლოდ მეიერხერის მომავალ ცოლზე. ესენინის და ზინაიდა რეიხის ჯვრისწერა 1917 წლის 30 ივლისს შედგა. ქორწილი გაიმართა სასტუმრო „პასაზში“. ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ ქალიშვილი ტატიანა (1918-1992) ჟურნალისტი და მწერალი; და ვაჟიშვილი კონსტანტინე (1920-1986) ინჟინერ-მშენებელი, ფეხბურთის სტატისტიკოსი და ჟურნალისტი.

1920 წელს ცხოვრობდა თავის ლიტერატურილ სეკრეტართან — გალინა ბენისლავსკაიასთან, 1925 წელის შემოდგომაზე ს. ა. ტოლსტაიაზე ქორწინებამდე.

1921 წელს გ. ბ. იაკუბოვის სახელოსნოში ეცნობა მოცეკვავე აისედორა დუნკანს, რომელზეც მან 1922 წლის 2 მაისს იქორწინა. ამ დროს ესენინი ვერ საუბრობდა ინგლისურად, დუნკანი კი ოდნავ ფლობდა რუსულს. ქორწინების შემდეგ უმალ გაემართნენ ევროპასა და ამერიკაში სამოგზაუროდ. საერთოდ, ამ კავშირს აღწერენ როგორც სკანდალურს, ამ ორ ხელოვანს ერთმანეთთან ძლიერ აკავშირებდათ ხელოვნების სიყვარული. მიუხედავად ამისა, მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1923 წლის აგვისტოში ესენინი მოსკოვში დაბრუნდა.

1923 წელს ესენინმა ურთიერთობა გააბა მსახიობ ავგუსტა მიკლაშევსკაიასთან, რომელსაც მან მიუძღვნა შვიდი უსაზღვროდ ინტიმური ლექსი ციკლიდან „ხულიგნის სიყვარული“. ერთ-ერთ სტროფში ჩაშიფრულია მსახიობის სახელი. („Что ж так имя твоё звенит, Словно августовская прохлада?“) აღსანიშნავია, რომ 1976 წლის შემოდგომაზე, როდესაც მსახიობი უკვე 85 წლის იყო, ერთ-ერთ ლიტერატურულ საუბარში გამოტყდა, რომ მათი რომანი პლატონური იყო და მას არც კი უკოცნია ესენინისთვის.

პოეტსა და მთარგმნელ ნადეჟდა ვოლპინთან რომანის შემდეგ, 1924 წლის 12 მაისს ესენინს შეეძნა ვაჟიშვილი ალექსანდრე.

1925 წლის 18 სექტემბერს ესენინი მესამედ (და საბოლოოდ) დაქორწინდა სოფია ანდრეევნა ტოლსტოიზე (1900-1957), ლევ ტოლსტოის შვილიშვილზე, რომელიც მაშინ ბიბლიოთეკის თავმჯდომარე იყო. ამ ქორწინებამაც არ მოუტანა პოეტს ბედნიერება და მალევე გაშორდნენ. დაუღწეველი მარტოობა ესენინის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. პოეტის სიკვდილის შემდეგ, ტოლსტაიამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ესენინის ლექსების შეკრებას, მოპოვებას, დასაბეჭდად გამზადებას. მან ასევე დატოვა მემუარები ესენინზე.

ნ. სარდანოვსკის წერილების თანახმად, ესენინი გარკვეული პერიოდი ვეგეტერიანელი იყო.

გარდაცვლილი ესენინი
ესენინის დაკრძალვა

1925 წლის 28 დეკემბერს ესენინი გარდაცვილი იპოვეს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“. მისი უკანასკნელი ლექსი „ნახვამდის ჩემო მეგობარო, ნახვამდის“, ვოლფ ერლიხის ცნობით დაწერილი იქნა პოეტის სისხლით, რადგან იმ დროს ნომერში არ იყო მელანი.

სიკვდილის ვერსია, რომელიც უფრო სასიამოვნო იყო აკადემიკოსთა გამომძიებლებისთვის არის „ფსიქიკური აშილობა, ფსიქიატრიული კლინიკის დატოვებიდან ერთი კვირის შემდეგ პოეტმა თავი ჩამოიხრჩო“.

ლენინგრადში სახალხო პანაშვიდის შემდეგ, ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს, სადაც გარდაცვლილის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისა გამომშვიდობება მოეწყო. 1925 წლის 31 დეკემბერს დაკრძალეს მოსკოვში, ვაგანკოვსკის სასაფლაოზე.

არც იმ დროს, როდესაც ესენინი დაიღუპა და არც მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, თვითმკვლელობის ვერსიის გარდა სხვა ვერსიებზე არ საუბრობდნენ. 1970 - 1980 წლებში ნაციონალურ წრეებში წარმოიშვა პოეტის მკლველობის ვერსია, რომელიც შემდეგ ინსცენირებული იქნა, როგორც ესენინის თვითმკვლელობა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის გამომძიებელს, გადამდგარ პოლკოვნიკ ედუარდ ხლისტალოვს. მკვლელობის ვერსია გავრცელდა მასიურ კულტურაში, მხატვრული სახით წარმოდგენილია ტელესერიალში „ესენინი“ (2005).

1989 წელს შეიქმნა ესენინის კომისია, რომელიც შედგებოდა საბჭოთა და რუსეთის წარმომადგენლებისგან. ი. ლ. პროკუშევის თხოვნით ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, რომელმაც მიიყვანა დასკვნამე: „ამჟამად გახმაურებულ „ვერსიაში“ პოეტის ალექსანდრე ესენინის მკვლელობის შესახებ, არაკომპენტენტური ინტერპრეტაციაა, რომელიც ხშირად ფალსიფიცირებულს ხდის გამოძიების შედეგებს“. (საჯარო პასუხში მონაწილეობდნენ პროფესორები სასამართლო სამედიცინო კათედრიდან, სამეცნიერო დოქტორები). ესენინის მკვლელობის ვერსია დაგვიანებულად მოგონილ ან ნაკლებადდამაჯერებლ ვერსიად ითვლება, როგორც პოეტის სხვა ბიოგრაფიები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Марченко А. М. Есенин Сергей Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 9 : Евклид — Ибсен. — С. 99–100.
  2. 2.0 2.1 Гайсарьян С. З. Есенин // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  5. 5.0 5.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  6. Л. Э. Есенин // Литературная энциклопедияКоммунистическая академия, Большая российская энциклопедия, Художественная литература, 1929. — Т. 4.
  7. SNAC — 2010.
  8. IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Есенин, Сергей Александрович // Писатели современной эпохи: Био-библиографический словарь русских писателей XX века / под ред. Б. П. КозьминМосква: 1928. — Т. 1. — С. 124–127. — 287 с.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 708–712. — ISBN 5-94848-245-6
  14. Deutsche Nationalbibliothek Record #118638947 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.