Š

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Š, š — გავრცობილი ლათინური ანბანის ერთ-ერთი ასო-ნიშანი, რომელსაც თავზე უზის ე.წ. ჰაჩეკი.

გამოიყენება ზოგიერთ სამხრეთსლავურ ენასა (- სერბულ-ხორვატული ენის (ბოსნიური, ხორვატული)) და ბალტიის ქვეყნების ანბანებში. წარმოითქმის როგორც „შ“.

ჰაჩეკიანი „შ“ და მისი გამოყენება[რედაქტირება]

XV საუკუნეში იან ჰუსის (Jan Hus) მიერ ჩატარებული რეფორმების შედეგად ამ ასო-ნიშანმა ადგილი ჩეხურ ანბანში დაიმკვიდრა. 1830 წელს ლიუდევიტ გაიმ (Ljudevit Gaj) ხორვატიულშიც შეიტანა. მოგვიანებით ჰაჩეკიანი „შ“ სლოვენებმაც შემოიღეს. ამ ასოს გამოიყენებენ სლოვაკები, ესტონელები, ლატვიელები, ლიტველები და სორბები. ფინურში ამ ასოს გამოიყენებენ მხოლოდ უცხოურ სიტყვებში.

როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე. წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. სერბულ ე.წ. ჩირილიცაში მას შეესაბამება Ш,ш. მაგ.; ლათინიცაზე Šangaj, Šest. კირილიცაზე Шангаj, шест.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Š&oldid=2391986“-დან