სერბო-ხორვატისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერბო-ხორვატისტიკა — სამეცნიერო-აკადემიური დისციპლინა და სპეციალობა, რომელიც სერბულ-ხორვატული ენისა დიალექტების, ენის ისტორიის შესწავლითაა დაკავებული.

სერბო-ხორვატისტიკას სხვაგვარად ასევე სერბულ-ხორვატულ ფილოლოგიასაც უწოდებენ, მაგრამ სიტყვა ფილოლოგია მაინც ამ მეტად მრავალფეროვანი სამეცნიერო დისციპლინის მხოლოდ ერთ ნაწილს აღნიშნავს.

სერბო-ხორვატისტიკა არის სლავისტიკური, კერძოდ კი დასავლეთსლავისტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, თუმცა თავისი უფრო ფართო მნიშვნელობით შეიძლება მოიცავდეს ყოფილი იუგოსლავიის ისტორიულ-პოლიტიკურ, ქვეყანათმცოდნეობით, კულტუროლოგიურ შესწავლასა და კვლევას.

ცნების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უწინ სერბო-ხორვატისტიკა მოიაზრებოდა სერბ, ხორვატ და ბოსნიელ ხალხთა ლიტერატურების, საერთოდ კულტურების შემსწავლელ დარგადაც. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ ქვეყნებში, ამ ლიტერატურებისა და კულტურების სახელწოდებების შესაბამისად ქვეყნების მიხედვით მოხდა სერბო-ხორვატისტიკის როგორც დარგის სეპარაცია სამ ძირითად სერბისტიკად, ხორვატისტიკად და ბოსნისტიკად.

საქართველოში სერბულ-ხორვატული ენა ჯერჯერობით არ შეისწავლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]