სტანისლავ ლემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტანისლავ ლემი

სტანისლავ ლემი (დ. 12 სექტემბერი,1921, ლვოვი — გ. 27 მარტი, 2006) — პოლონელი მწერალი. დაამთავრა კრაკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1948). 1946 წლიდან ბეჭდავდა ლექსებსა და მოთხრობებს. 1956 წლიდან აქვეყნებდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებებს („ასტრონავტები“, 1951, ,,სოლარისი", 1961 ,,მაგელანის ღრუბელი" და სხვა). ლემი იყო ფანტასტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი ავტორია ფსიქოლოგიური რომანისა „დაუკარგავი დრო“ (1955), დეტექტიური ნაწარმოებისა „გამოძიება“ (1959). საყოველთაოდ აღიარებული აკადემიური ფუტუროლოგიური კრებულის ,,ტექნოლოგიათა ჯამი" და სხვა. ლემის ნაწარმოებები , მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]