რობინ დანიგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობინ დანიგენი
რობინ დანიგენი
აშშ-ს დანიშნული ელჩი საქართველოში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ივლისი, 2023
პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი
წინამორბედიკელი დეგნანი

მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
განათლება
  • აშშ-ის თავდაცვის ეროვნულმა უნივერსიტეტი (MS)
  • ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (MS)
  • ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტი (BA)
  • რობინ დანიგენი (ინგლ. Robin L. Dunnigan) — ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

    ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    დანიგენს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი აშშ-ის თავდაცვის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მიანიჭა, რომელშიც სწავლა მან წარჩინებით დაასრულა. იგი ასევე არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრი.[1]

    კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    დანიგენი არის აშშ-ის საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, მინისტრ-მრჩეველის რანგით. საქართველოში დანიშვნამდე დანიგენს ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას კურირებდა. მანამდე იგი მუშაობდა ვენაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებზე. დანიგენი ასევე მსახურობდა ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილედ.

    დანიგენი მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. აშშ-ში, დანიგენი მსახურობდა ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორად სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის ბიუროში, ასევე სხვადასხვა როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და სახელმწიფო მდივნის აღმასრულებელ სამდივნოში.[1]

    აშშ-ის ელჩი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    2023 წლის 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩად დანიგენის კანდიდატურა წარადგინა.[1] დანიგენმა ამ პოსტზე კელი დეგნანი შეცვალა.

    მისი კანდიდატურის მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე 2023 წლის 30 მარტს გაიმართა. კომიტეტმა ნომინაციას მხარი 2023 წლის 27 აპრილს დაუჭირა. შეერთებული შტატების სენატმა ელჩი დანიგენი 2023 წლის 27 ივლისს კენჭისყრით დაამტკიცა.[2]

    ჯილდოები და აღიარებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    დანიგენს მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი აღიარება, მათ შორის საგარეო სამსახურის ორი უმაღლესი ჯილდო.[1]

    პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    დანიგენი კალიფორნიის მკვიდრია. ის საუბრობს ესპანურად და გერმანულად,[1] ასევე თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.[3]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 President Biden Announces Key Nominees (13 February 2023). ციტირების თარიღი: 13 February 2023
    2. PN305 — Robin Dunnigan — Department of State 118th Congress (2023-2024). ციტირების თარიღი: 29 March 2023
    3. Robin L. Dunnigan. ციტირების თარიღი: 29 March 2023