რიჩარდ ნორლანდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
რიჩარდ ნორლანდი |
||
|---|---|---|
რიჩარდ ნორლანდი |
რიჩარდ ბოის ნორლანდი (ინგლ. Richard Norland; დ. 1955) — ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ელჩად საქართველოში, ხოლო სენატმა დაამტკიცა ამ პოსტზე 2012 წლის 29 მარტს.[1] რიჩარდ ნორლანდი ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩეველი და ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი ასევე იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში, 2007-2010 წლებში. ნორლანდმა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეცვალა (2009-2012).[2] საუბრობს რუსულ, ფრანგულ და ნორვეგიულ ენებზე. ჰყავს მეუღლე მერი ჰარტნეტი და ორი შვილი.[3]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ U.S. Senate Confirms 16 New Ambassadors. Radio Free Europe/Radio Liberty. March 30, 2012.
- ↑ “Ambassador Biography“, Embassy of the United States of America in Tblisi. წაკითხვის თარიღი: 2011.
- ↑ Biography of Richard Norland at National War College web site.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
