რეჯინალდ ბარქლეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეჯინალდ ბარქლეი
Reginald Barclay.jpg
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
საქმიანობა

USS Zhukov USS Enterprise-D USS Enterprise-E

Pathfinder Project
წოდება ლეიტეენანტი
თანამდებობა ინჟინერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი

ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი
მსახიობი დუაიტ შულტცი
imdb IMDb პროფილი

რეჯინალდ ბარქლეი (ინგლ. Reginald Barclay) - ვარსკვლავური გზის პერსონაჟი, მონაწილეობს სერიალებში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმში ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი.

ინფორმაცია პერსონაჟზე[რედაქტირება]

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა[რედაქტირება]

რეჯინალდ ბარქლეი პირველად გამოჩნდა სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა როგორც ინჟინერი. მას ჰქონდა პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში, ამიტომ შექმნა ჰოლოგრაფიული სამყარო. ლეიტენანტი ლა ფორჟი და მრჩეველი დიანა ტროი ცდილობდნენ დახმარებოდნენ ამ პრობლემების მოგვარებაში. როდესაც ხომალდის სისტემაში არსებული არსებული ხარვეზების გამო შეიქმნა ავრიური სიტუაცია სწორედ ბარქლეიმ იპოვა გაუმართაობის მიზეზი რითაც ხომალდი დაღუპვას გადაარჩინა.

ეპიზოდში „N-ური ხარისხი“ ბარქლეი შეიაწავლიდა უცხოპლანეტურ ზონდ, რა დროსაც მოხვდა უცნობი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ და მიიღო მატერიისა მართვის უნარი. იგი მართავს ენტერპრაიზს და მიჰყავს იგი უცნობ სისტემაში. როგორც ირკვევა ზონდი გამოგზანა უცხო ცივილიოზაციამ სხვა რასების შესწავლის მიზნით.

ნარქლეის აწუხებდა შიშები ტრანსპორტერის მიმართ, თუმცა საბოოლოოდ მან დაძლია იგი. ეპიზოდში „ხომალდი ბოთლში“ იგი შემთხვევით ააქტიურებს პროფესორ მორიარტის ჰოლოგრაფიულ პერსონაჟს. მორიარტი ქმნის ხომალდის ჰოლოგრაფიულ ასლს, სადაც იტყუებს კაპიტან პიკარს, დეიტას და ბარქლეის და ცდილობს ხელში ჩაიგდოს ენტერპრაიზის მართვა. საბოლოოდ მორიარტის ათავსებენ კომპიუტერულ სიმულაციაში, სადაც იგი აგრძელებს არსებობას იმაში დარწმუნებული რომ დატოვა ხომალდი.

მის სახელს ატარებს დაავადება რიმელმაც გამოიწვია ეკიპაჟის წევრთა დე-ევოლუცია.

ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი[რედაქტირება]

ბარქლეი ხელს ართმევს ზეფრამ კოკრეინს

ენტერპრაიზ-D_ს განადგურების შემდეგ ბარქლეი გადავიდა ახალ ხომალდზე პიკარის მეთაურობის ქვეშ. როდესაც ხომალდი მოხვდა 2063 წელს, ლეიტენანტმა ბარქლეიმ აისრულა მთალი ცხოვრების ოცნება როდესაც ხელი ჩამოართვა და გაესაუბრა თვით ზეფრამ კოკრეინს.

ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი[რედაქტირება]

რეჯინალდ ბარქლეი და დიანა ტროი

როცა ფედერაციის ხომალდი USS ვოიაჯერი დაიკარგა დელტა კვადრანტში რეჯინალდ ბარქლეი ფანატიკურად ეძებდა მასთან დაკავშირების საშუალებას, იდი ქმნის ხომალდის ეკიპაჟის ჰოლოგრაფიულ სიმულაციას. ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მან დახმარებისთვის მიმართა თავის მეგობარს და ფსიქოლოგს დიანა ტროის. ბარქლეიმ შეიმუშავა კავშირის მეთოდი. პირველი მცდელობისდას დაკავშირება ვერ მოხერხდა, მიუხედავად ამისა მან დაარღვია რა პირდაპირი ბრძანება გააგრძელა მუშაობა და საბოოლოოდ წარმატებით დაამყარა კავშირი.

როცა დოქტორი ციმერმანი ავად ხდება ბარქლეის გადაყავს ექიმი ვოიაჯერიდან სადგურ იუპიტერზე. მოგვიანებით იგი ქმნის საკუთარ ჰოლოგრაფიულ ასლს და აგზავნის ვოიაჯერზე რათა იგი დაეხმაროს მათ დაბრუნებაში. თუმცა ჰოლოგრამას ხელში იგდებენ ფერენგები და გადააპროგრამებენ საკუთარი მიზნებისთვის, მათ სურთ ხელში ჩაიგდონ ცხრიდან მეშვიდეს ნანობოტები. საბოლოოდ ბარქლეი ახერხებს ჩაშალოს მათი გეგმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]