ნემერტინები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნემერტინები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნემერტინები
ლათინური სახელი
Nemertini

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნემერტინები (Nemertini), უხერხემლო ცხოველების ტიპი, რომელსაც ზოგჯერ განიხილავენ განიხილავენ როგორც უმდაბლესი ჭიების ქვეტიპს. მათი სხეული ორმხრივსიმეტრიულია, დაუნაწევრებელი, სიგრძე 10-იდან 20 სმ, ზოგჯერ 2 -ზე მეტსაც აღწევს. სხეუი გარედან დაფარულია ერთშრიანი წამწამიანი ეპითელიუმით, რომლის ქვეშ კან-კუნთოვანი პარკია მოთავსებული. ნემერტინების უმრავლესობა მტაცებელია, ზოგი — პარაზიტი და მოლუსკების სიმბიონტი. აქვთ გრძელი მილის მსგავსი, სხეულის შიგნით ჩაბრუნებული ხორთუმი, რომელიც თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებაა. აქვთ საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, გამომყოფი და ნერვული სისტემები, გრძნობის ორგანოები. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდება პირდაპირ ან მეტამორფოზით.

ტიპში 110 გვარის 1000-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. უმეტესად ბენთოსური ცხოველებია, მოძრაობენ კან-კუნთოვანი პარკის შეკუმშვით, ზოგი მცირე ფორმა — წამწამების რხევით. მრავალი სახეობიხ ნემერტინები თევზების საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ელიაშვილი ტ., ქსე, ტ. 7, გვ. 376, თბ., 1984