ჰეტეროტროფული ორგანიზმები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეტეროტროფული ორგანიზმები — ორგანიზმები, რომლებიც კვებისთვის იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს. ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს განეკუთვნება ყველა ცხოველი, ადამიანი, აგრეთვე ზოგიერთი მცენარე (პარაზიტი მცენარეები და საპროფიტი ფარულთესლოვნები) და მიკროორგანიზმების დიდი უმრავლესობა. ორგანიზმების დაყოფა ავტო- და ჰეტეროტროფებად პირობითია, რადგან ტიპიურ ავტოტროფულ ორგანიზმსაც კი შეუძლია ნიადაგიდან შეითვისოს ორგანულ ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობა. ჰეტეროტროფულ და ავტოტროფულ ორგანიზმთა დიფერენცირება ხდება სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს მიხედვით. აქედან გამომდინარე ჰეტეროტროფებს მიაკუთვნებენ ისეთ ორგანიზმებს, რომლებისთვისაც ნახშირბადის წყაროა რთული ორგანული შენაერთების (ნახშირწყალბადი, ცხიმები, ცილები) დაჟანგვა. ჰეტეროტროფები შლიან რთულ ორგანულ ნაერთებს და ახდენენ მათ მინერალიზაციას.

ლიტერატურა[რედაქტირება]