პონტოური მუხა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პონტოური მუხა
Quercus pontica.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: წიფლისებრნი
სახეობა: პონტოური მუხა
ლათინური სახელი
Quercus pontica

პონტოური მუხა (Quercus pontica) — მაღალი ბუჩქი ან პატარა ხე (5-7, იშვიათად 10-12 მ სიმაღლისა) წიფლისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მცირე აზიაში, პონტოს ქედზე და დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა). იზრდება ზღვის დონიდან 800 (1200) - 2200 მ სიმაღლეზე, კირქვიან კლდეებსა და თიხნარ ნიადაგებზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. ხშირად ქვეტყეში ერევა ცირცელი, მედვედევის არყი, მარადმწვანე ბუჩქები. სინათლის მოყვარულია. ღერო ხშირად გართხმულია. ზამთრის მკაცრი პირობების გადატანა უხდება თოვლის მძლავრი საფრის ქვეშ. ყინვაგამძლეა, ნორჩი ყლორტები ზრდას ამთავრებს გაზაფხულზე და ყინვამდე ასწრებს გამერქნებას. ნაყოფმსხმოიარობს ცუდად და იშვიათად. რკო ხშირად დამწიფებას ვერ ასწრებს, ამიტომ აღმოცენების უნარი არა აქვს. მიწაზე გართხმული ტოტები ბევრ ადგილზე ფესვიანდება და ქმნის გაუვალ რაყას. მერქანი მაგარი აქვს. დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება]