პადერბორნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
პადერბორნი
Paderborn
|
პადერბორნი (გერმ. Paderborn) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, პადერბორნის რაიონის დედაქალაქი. ქალაქის სახელი მომდინარეობს მდინარე პადერისგან, რომელიც პადერბორნის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს, 200-ზე მეტი წყაროსგან იღებს სათავეს.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
პადერბორნი 795 წელს კარლოს დიდმა დააარსა, როგორც საეპისკოპოსო. 799 წელს, პაპი ლეო III მტერს გაექცა და თავი ამ ქალაქს შეაფარა, სადაც ის კარლოს დიდს შეხვდა. კარლოსმა 800 წელს პაპრ რომში დააბრუნა და უკან დაბრუნებისას, ლეოს მიერ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად იკურთხა.
1100 წელს, პადერბორნის საეპისკოპოსო იმპერიის ფიურსტი გახდა. 1802 წელს ქალაქი პრუსიელებმა აიღეს, შემდეგ კი ფრანგებმა.
დღეისათვის, ქალაქი რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრია.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ლე-მანი, საფრანგეთი, 1967-დან
ბოლტონი, გაერთიანებული სამეფო, 1975-დან
ბელვილი, აშშ, 1990-დან
პამპლონა, ესპანეთი, 1992-დან
პშემისლი, პოლონეთი, 1993-დან
დებრეცენი, უნგრეთი, 1994-დან
ცინდაო, ჩინეთი, 2003-დან