ბოლტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლტონი (Bolton), ქალაქი დიდი მანჩესტერის საგრაფოში, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში, მანჩესტერიდან 16 კმ-ში. ბოლტონს გარს აკრავს მცირე ქალაქები და სოფლები, რომლებიც ერთობლიობაში ბოლტონის საგრაფოს აგლომერაციას ქმნის, რომლეთა შორის ბოლტონი უდიდესი დასახლება და ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქ ბოლტონის მოსახლეობა 139.403 ადამიანს შეადგენს, ხოლო აგლომერაციისა — 262.400.