ოჰრიდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოჰრიდი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ოჰრიდი
Охрид
ქალაქი ოჰრიდი და ტბა ოჰრიდი
ქალაქი ოჰრიდი და ტბა ოჰრიდი
დროშა
დროშა
ქვეყანა მაკედონიის დროშა მაკედონია
კოორდ. 41°07′01.3″ ჩ. გ. 20°48′06.13″ ა. გ. / 
ქალაქის მერი ალექსანდარ პეტრესკი
ადრეული სახელები ლიჰნიდოსი
ფართობი 383.93 კმ²
სიმაღლე 695
მოსახლეობა 55,749 კაცი (2006)
დროის სარტყელი UTC+1
ტელ. კოდი +389 46
საფოსტო ინდექსი 6000
საავტომობილო კოდი OH
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.ohridinfo.com

ოჰრიდი მდებარეობა მაკედონია

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 99
რუს.ინგლ.ფრ.

ოჰრიდი (მაკედ. Охрид) – ქალაქი მაკედონიის დასავლეთ ნაწილში. ეს დასახლება მდებარეობს ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში. ოჰრიდში ცხოვრობს 55,749 კაცი, ამ დასახლებას მოსახლეობის მხრივ მაკედონიაში მეშვიდე ადგილი უკავია. ოჰრიდი წარმოადგენს ოჰრიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ოჰრიდი მდებარეობს სკოპიედან დასავლეთით, ხოლო ტირანადან აღმოსავლეთით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოჰრიდის საერთაშორისო აეროპორტი.

თანამედროვე ქალაქი აგებულია ძველ ქალაქ ლიჰნიდოსის ადგილზე. უძველეს დროში ამ ტერიტორიაზე ილირიული ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, შემდგომ კი ბიზანტიის. 867 წლიდან ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში ექცევა. XIV საუკუნის ბოლოდან უკვე ბალკანეთის ნახევარკუძულს ოსმალეთის იმპერია იპყრობს, შესაბამისად ეს ქალაქიც ოსმალების გავლენის ქვეშ ექცევა. ოჰრიდში ოსმალების მმართველობა 1912 წლამდე გაგრძელდა.

1990 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]