ალბანური ენა
ალბანური ენა – ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს არის ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან.
სექციების სია |
ზოგადი ცნობები [რედაქტირება]
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5,5 მლნ
- ენის კოდი: sq
- სახელწოდება: sq Gjuha shqipe; en Albanian; eo Albana
- დამწერლობა: ლათინური, წერილობითი ძეგლები XVI ს-დან
სტატუსი [რედაქტირება]
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ბულგარეთი, უკრაინა
გრამატიკა [რედაქტირება]
მე-17 საუკუნეში იყო მცდელობა ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის აგრეთვე დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh. მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.
ლექსიკა [რედაქტირება]
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Tungjatjeta; Allo
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Mirë se vini; Mirë se erdhët
- გმადლობთ: Faleminderit; Faleminderit shumë
- კი / არა: Po / Jo
- გეთაყვა: Ju lutem; Të lutem
- ნახვამდის: Mirë upafshim
სტატიის