ონომატოპოეზია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ონომატოპოეზია ( ასევე ონომატოპეა) არის ტერმინი ენათმეცნიერებაში. იგი ორი კომპოზიტისგან შედგება: ძველბერძნ. - ὄνομα (ონომა) 'სახელი' და ποίησις (პოიეზის) აქ: '(შე)ქმნა', "სახელის (შე)ქნა, დარქმევა, დამკვიდრება". ონომატოპოეზია ითარგმნება როგორც ხმაბაძვითი სიტყვა, რომელიც შეიძლება ასევე ქართულ სინონიმადაც გამოვიყენოთ.

[რედაქტირება] ლექსიკური მნიშვნელობა

ონომატოპოეზია ლექსკური თვალსაზრისით არის შერეული ძველბერძნულ–ფრანგული წარმოშობის უცხო სიტყვა, რადგან ფორმა "პოეზია" ფრანგული poésie-სა და ლათინური poesia–ს შუალი გზით ძველი ბერძნულიდანაა (ποίησις (poíesis)) წამომდგარი.

ონომატოპოეზია, ან ონომატოპეა წარმოადგენს სპეციალურ ლიტერატურათმცოდნეობითსა და ენათმეცნიერულ ცნება–ტერმინს ქართულ სინონიმთან ხმაბაძივითი სიტყვა ერთად. ამ უკანასკნელს ზედსართავული ფორმა არ გააჩნია, ამიტომ ამ ფუნქციით გამოიყენებენ ფორმას ონომატოპოეტური. გვხვდება ასევე შემდეგი ფორმები ონომატოპოეტურობა და შედარებით იშვიათად ონომატოპოეტიკა, რადგან მას ხშირად ქართული ფორმით (ხმაბაძვითი სიტყვა) ჩაანაცვლებენ–ხოლმე.

ქართულში ხმაბაძვითი სიტყვებად შეიძლება ჩაითვალოს: ზუზუნი, შიშინი, გუგუნი, წუწუნი და ა.შ.

პირადი ხელსაწყოები