განხილვა:ონომატოპეა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნება ვინმემ გადამისამართებით გააკეთოს ისე რომ ხმაბაძივითი სიტყვას აკრებით ისევ ამ სტატიაზე მოხვდეს. --pirtskhalava 17:28, 11 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში (ტ.7, გვ.536) „ონომატოპეა“. ხომ არ გადავიტანოთ „ონომატოპეა“-ზე? ისე, საერთოდ ქართულად „ონომატოპოეზია“ ითქმის? - Island 04:56, 12 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ონომატოპოეზია?? თუ მაინც ონომატოპეა, თუ ინგლისულ წყაროს დავუჯერებთ ეს სიტყვა წარმოიშვა ბერძნული სიტყვებიზგან — όνομα (ონომა) და ποιέω (პოიეო) (Onomatopoeia). ბერძნულად არის ὀνοματοποιΐα (ონომატოპოიია), ლათინურად — onomatopoeia, და რუსულად — Ономатопея. ქართულად ონომატოპოეია რატომ უნდა იყოს? -- მერო     22:39, 3 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

de:Onomatopoesie - მომხმარებელი თარგმნის გერმანულიდან. „ონომატოპოეზია ( ასევე ონომატოპეა) ...“, რადგან ქართულში ონომატოპეა იხმარება მომხრე ვარ რომ გადამისამართება გაკეტდეს ონომატოპეაზე.--ცანგალა () 08:39, 4 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

აბა ჰე და აბა ჰო :) - ალ-ო     @ 09:39, 4 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

სიტყვის წარმოშობა[წყაროს რედაქტირება]

ὄνομα (ონომა) 'სახელი' და ποίησις (პოიეზის) აქ: '(შე)ქმნა', "სახელის (შე)ქნა, დარქმევა, დამკვიდრება" — ποίησις იკითხება როგორც „პოიესის“ (იხ. ბერძნული დამწერლობა). შემდეგ – ინგლისური საიტი (Onomatopoeia) გვეუბნევა რომ ეს სიტყვა შედგება ბერძნული სიტყვებისგან όνομα (ონომა) „სახელი“ და ποιέω (პოიეო) „კეთება (ვაკეთებ), ქმნა (მქმნი)“. რუსულ საიტზე (Ономатопея) წერია რომ ის შედგება ბერძნული სიტყვებისგან „ონომატოს“ და „პოიეო“.
პ.ს. სტატია კი გერმანულიდანაა თარგმნილი, მაგრამ ეს არ იძლევა საბაბს რომ „ონომატოპოეზია“ სწორად ჩავთვალოთ, თუ სხვა წყარო არ არსებობს (თუ პირდაპირ წავიკითხავთ გერმანულიდან, მაშინ „ონომატოპოეზიი“ გამოდის).
და კიდე ონომატოპოეა — ამაზე რას იტყვით? ჩემი აზრით ესეც სწორი უნდა იყოს :)
ჩემი აზრით სტატია ძირეულად არის შესაცვლელი  :) (თუმცა ეს ჯერ მარტო ჩემი აზრია ვიღიმი ) - მერო     14:59, 4 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

დაველოდოთ სტატიის დამწყებს, რომელსაც ჯერ არ აქვს დამთავრებული სტატია (ამის შესახებ თარგი გვამცნობს). იგი ამჟამად ვიკიშვებულებაშია. --ცანგალა () 16:00, 4 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]
„ონომატოპოეა“ თუ წერია სადმე ქართულ წყაროში, რატომაც არა. - Island 02:40, 5 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]


– სტატიას დავარქვათ ონომატოპოეზია, მაგრამ იყოს მოძებნადი ასევე ონომატოპეაზე, ონომატოპეასა და ხმაბაძივით სიტყვაზე... --pirtskhalava 23:55, 12 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

იქნებ მიუთითო ქართული წყარო ონომატოპოეზიისა. - Island 03:51, 13 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]
ჯერ არა ვარ სახლში. საერთოდ ნებისმიერ ტერმინს ვამოწმებ ფრ. პროფ. ჰადუმოდ ბუსმანის და მეცლერის ენათმეცნიერული ლექსიკონების მეშვეობით, ვიხედები სხვადასხვა ენების (ძირითადად ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენათმეცნიერული კურსის შესავლის) სახელმძღვანელოებშიც. გერმანული ვიკიპედიიდანაც გადმომაქვს სტატიები, ან სტატიების ფრაგმენტები, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ინფორმაციას როგორც წესი ყოველთვის წინასწარ გადავამოწმებ–ხოლმე და ძირითად წყაროსაც მივუთითებ. ეს სტატიაც რამდენიმე წყაროსაგან შევაჯერე. თუ არ ვცდები სლავისტიკური ენათმეცნიერების შესავალშიც ჩავიხედე, მაგრამ რომელი წიგნიდან რა გადმოვიტანე მართლა არ მახსოვს, თუ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როცა შინ დავბუნდები, დავძებნი და მივუთითებ.

და კიდევ ერთი რამ; ფორმა "გვეუბნეა" თბილისური დიალექტური ფორმაა და ისევე მიუღებულია, როგორც იმერული, რაჯული, ან რომელიმე სხვა კუთხური ფორმების გამოყენება. --pirtskhalava 16:40, 13 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

––––––––––––––––––

ამ სტატიაში მითითებული ყველა ფორმა არის ლეგიტიმური. გარწმუნებთ, მე არაფერი გამომიგონებია. რაც შეეხება ქსეს, იქ ბევრი რამ არ წერია, მაგრამ ამის გამო ვერ ავკრძალავთ სიტყვების გამოყენებას. ქსე უკვე კარგა ხანია დაძველდა. ესეც არაეთხელ მითქვამს. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით --pirtskhalava 21:36, 15 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები ქსე მოძველებულია - ამის შესახებ ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ არაფერს არ იგონებ და ბევრ მუშობას ეწევი, მაგრამ ქართულში დამკვიდრების ახალი წყარო - ესეც საინტერესოა, თუ კვლავ ქსე-ს ტერმინოლოგია არის დარჩენილი? ვეცდები გავიგო. --ცანგალა () 22:16, 15 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]
ეგრე ბრმად ვერ ვრწმუნდები :)) ყველაფერი გადამოწმებადი უნდა იყოს — ეს ვიკიპედიის ერთ-ერთი ძირითადი კანონია (იხ. de:Wikipedia:Belege). თუ ქართულ წყაროში არსად წერია ონომატოპოეზია, აქ ასეთი ფორმის წერა მაინც ერთგვარი გამოგონება გამოდის. მე პირადად არ მესმის რატომ უნდა დამკვიდრდეს ონომატოპეას მაგივრად ონომატოპოეზია. - Island 05:43, 16 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]
Onomatopoetisch - ხმაბაძვითი. იხ. გვ. 344/2. მარშევი, იოლანდა
გერმანულ–ქართული ლექსიკონი. Kaukasus-Verlag 1999. ISBN 3-933888-01-8 ;) ამ მითითებულ წყაროზე უფრო აქტუალური მე ვარ, შეგიძლით მეც მიმიჩნიოთ ერთ–ერთ წყაროდ. ;) ეს ხომ სახალხო ენციკლოპედიაა და მეც ხალხის სახელით გელაპარაკებით ;) ასე რომ ცოტა მეც დამიჯერეთ --pirtskhalava 00:35, 17 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ გიჯერებთ, მაგრამ წყარო ყოველთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში კი თუნდაც ის საბუთიც არის საჭირო, რომ შენ დაგიჯეროთ (რის საფუძველზე). ვიღიმი Onomatopoetisch - ხმაბაძვითი. იხ. გვ. 344/2. მარშევი, იოლანდა: გერმანულ–ქართული ლექსიკონი. Kaukasus-Verlag 1999. ISBN 3-933888-01-8 ეს გასაგებია თარგმანია სიტყვის მნიშვნელობის ქართულად. ამაზე დისკუსია არც ყოფილა. --ცანგალა () 09:38, 17 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ გაითვალისწინო, თავად რომ იყო წყარო, ეგეთი მიდგომა საერთოდ მიუღებელია ვიკიპედიაში. იხ. ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის, de:Wikipedia:Keine Theoriefindung. - Island 15:41, 17 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]


– როგორც ჩანს იუმორის გრძნობა მთლად ვერ წყალობს ვიკიპედიპელებს...

– მე გირჩევთ წაშალოთ ეს სტატია. ჩემს თავს ვატყობ, რომ ინტერსი გამიქრა ამ სტატიის მიმართ. არც ხელახლა ძებნისა და რეშერშირების თავი მაქვს. ამიტომ ადექი ეს სტატია წაშალეთ და უკეთესი თქვენ დაწერეთ. გისურვებთ წარმატებებს. მე კი ამასობაში, თუ დამაცდით, სხვა სტატიას დავწერ.

--pirtskhalava 18:54, 17 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

სტატია რა თქმა უნდა არ წაიშლება. ჯერჯერობით ონომატოპოეზიას ამოვიღებ. - Island 00:28, 25 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

– აი ასე უნდა. ბარემ გადავწეროთ მთელი ქსე და გვექნება ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ვიკივერსია. ეს თუ გვინდა, ამ გზაზე ვდგავართ. --pirtskhalava 16:08, 1 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]