ომაჰეკეს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ომაჰეკეს რეგიონი
ინგლ. Omaheke Region
გერბი

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Gobabis
შიდა დაყოფა Aminuis Constituency, Epukiro Constituency, Gobabis Constituency, Kalahari Constituency, Okorukambe Constituency, Otjinene Constituency და Otjombinde Constituency
კოორდინატები 22°00′00″ ს. გ. 19°30′00″ ა. გ. / 22.00000° ს. გ. 19.50000° ა. გ. / -22.00000; 19.50000
ფართობი 84 612 კმ²
მოსახლეობა 71 233 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 0,84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი http://www.arc.org.na/home.php?pn=omaheke_council

ომაჰეკეს რეგიონი (ინგლ. Omaheke Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს აღმოსავლეთში, ბოტსვანის სახელმწიფო საზღვართან. ფართობი შეადგენს 84 612 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 71 233 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გობაბისი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომაჰეკეს რეგიონი მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს უშუალო სიახლოვეს და წარმოადგენს ერთფეროვან ლანდშაფტს: უკიდეგანო, ბალახით დაფარულ ველს, აკაციის და ცერცვეკალის ბუჩქებით. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — ომიტარაბერგის მთა (1625 მეტრი), რომელიც მდებარეობს სოფელ ომიტარიდან ჩრდილოეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომაჰეკეს რეგიონი ჰერეროს ტომის ხალხის სამშობლოა. 1904 წელს მათი გერმანიის კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხების დროს, ვატერბერგთან ბრძოლაში ამბოხებულთა ძირითადი ძალების განადგურების შემდეგ, გადარჩენილი ჰერეროს ხალხი თავშესაფრის იმედად ომაჰეკეს ტერიტორიის გავლით გაიქცა დიდი ბრიტანეთის ბეჩუანალენდში. რადგანაც გერმანული ჯარი წყალთან სიახლოვეს არ უშვებდა ჰერეროს ხალხს, მათი დიდი რაოდენობის წარმომადგენელი წყურვილისგან დაიღუპა გზაში. ბევრი მეცნიერის მიერ ეს მოვლენები განიხილება, როგორც პირველი გენოციდი ХХ საუკუნის ისტორიაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი იყოფა 7 ოლქად:

  • Aminuis
  • Epukiro
  • Gobabis
  • Kalahari
  • Otjinene
  • Otjombinde
  • Steinhausen

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]