ჰარდაპის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ჰარდაპის რეგიონი
ინგლ. Hardap Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Mariental
შიდა დაყოფა Gibeon Constituency, Mariental Rural Constituency, Mariental Urban Constituency, Rehoboth Rural Constituency, Rehoboth Urban East Constituency, Rehoboth Urban West Constituency, Aranos Constituency და Daweb Constituency
კოორდინატები 24°37′00″ ს. გ. 17°57′00″ ა. გ. / 24.61667° ს. გ. 17.95000° ა. გ. / -24.61667; 17.95000
ფართობი 109 651 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 79 507 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 0,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი http://www.arc.org.na/home.php?pn=hardap_council

ჰარდაპის რეგიონი (ინგლ. Hardap Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. ფართობი შეადგენს 109 651 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 79 507 ადამიანი[1], რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მარიენტალი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარდაპის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან ბოტსვანის სახელმწიფო საზღვრამდე. თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო აქვე მომდინარე მდინარე ფიშზე მდებარე ნამიბიაში უდიდესი ჰარდაპის კაშხლის გამო. ჰარდაპის რეგიონის სამხრეთით მდებარეობს კარასის რეგიონი, ჩრდილოეთით — კჰომასის რეგიონი, ომაჰეკეს რეგიონი და ერონგოს რეგიონი.

რეგიონის სანაპირო და მისი აღმოსავლეთი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია ნამიბის უდაბნოს. ნამიბის უდაბნოს აღმოსავლეთით მდებარეობს ტირასის და ნაუკლუფტის მთების ქედები, რომლებიც სამხრეთაფრიკული დიდი საფეხურის ნაწილია. ჰარდაპის რეგიონის ყველაზე უფრო მაღალი წერილი მდებარეობს ლოზბერგის მთაზე, ზღვის დონიდან 1976 მეტრ სიმაღლეზე, რეგიონის დასავლეთ ნაწილში. რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, მიედინება მდინარე ფიში, რომელიც რწყავს უდაბნოს მიწებს და შედეგად მას ქმნის მეცხოველეობისთვის გამოსაყენებლად. ჰარდაპის რეგიონის აღმოსავლეთის ზეგნებზე მდებარეობს სავანა. აღმოსავლეთის მიმართულებით კლიმატი უფრო მეტად მშრალია, რომელზეც გავლენას ახდენს კალაჰარის უდაბნო.

ჰარდაპის რეგიონში მდებარეობს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი, რომელიც 2009 წლიდან შედის ნამიბ-ჩონჩხების ნაპირის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. აქ ასევე შეიძლება ვნახოთ ბუნების ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა სოსუსფლეი და სესრიმ-კანიონი.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მარიენტალი, მდებარეობს მდინარე ფიშის კაშხლის ქვემოთ. დიდი ქალაქებია — რეჰობოთი, გიბეონი და რეჰობოთის ბასტერების კომპაქტური დასახლების რაიონი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ჰარდაპის რეგიონი იყოფა 8 ოლქად:

  • Aranos (შეიქმნა 2013 წელს)
  • Daweb (შეიქმნა 2013 წელს)
  • Gibeon
  • Mariental Rural
  • Mariental Urban
  • Rehoboth Rural
  • Rehoboth Urban East
  • Rehoboth Urban West

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]