ცერცვეკალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ცერცვეკალა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Alhagi | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
|
|
ცერცვეკალა (ლათ. Alhagi) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ეკლიანი ბუჩქ-ბალახები ან მრავალწლოვანი ბალახებია. მათი სიმაღლე 30-80 სმ აღწევს. წვრილი მარტივი ფოთლები აქვთ. 7 სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია 2 სახეობა. იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებში და სტეპებზე, ქვიშიან, თიხიან, ქვიან და სუსტად დამლაშებულ ადგილებზე, ზღვის დონიდან 700 მ-მდე. მნიშვნელოვანი საძოვრის მცენარეა. განსაკუთრებით ეტანება აქლემი. ზოგი სახეობა გამოყოფს ტკბილ წვენს — მანანას, რომელსაც წინა აზიის მოსახლეობა ტკბილეულად იყენებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 204, თბ., 1987 წელი.