ომარ ფხაკაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მედლები
ველოსპორტი
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო მიუნხენი 1972 სპრინტი

ომარ ფხაკაძე (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 1993) — ქართველი სპორტსმენი (ველოსპორტი), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-1993)

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ რბოლაში (1965), მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე — საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. 1979 წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1965 წელს დასახელდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ომარ ფხაკაძე და მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებდნენ.

2000 წელს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]