გიორგი შენგელაია
| გიორგი შენგელაია | |
| დაბადების ადგილი | მოსკოვი |
| დაიბადა | 11 მაისი, 1937 |
| საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
| შემოქმედების წლები | 1956-2005 |
| მშობლები | ნიკოლოზ შენგელაია |
| საცხოვრებელი ადგილი | თბილისი |
| სხვა ჯილდოები | |
|---|---|
| ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის 1986 — ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა |
|
გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი, 1937) - ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში".
ბიოგრაფია[რედაქტირება]
მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
- 1962 - ალავერდობა,
- 1965 - ჯილდო
- 1966 - მაცი ხვიტია
- 1969 - ფიროსმანი
- 1973 - ვერის უბნის მელოდიები
- 1976 - ქვიშანი დარჩებიან
- 1980 - სიყვარული ყველას უნდა
- 1984 - ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
- 1987 - ხარება და გოგია
- 1996 - ორფეოსის სიკვდილი
- 2000 - სიყვარული ვენახში
- 2005 - მიდიოდა მატარებელი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- გიორგი შენგელაია ეროვნულ ფილმოგრაფიაზე
Georgiy Shengelaya — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)