| მუნიციპალიტეტი
ოლგინი
Holguín
| გერბი |
 |
|
ოლგინი (ესპ. Holguín) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ჰავანიდან 500 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს ტურისტულ არეალებს, მათ შორის პლაჟის კურორტებს.
ქალაქი 1545 წელს ესპანელმა კაპიტანმა გარსია დე ოლგინმა დააარსა სახელით სან ისიდორო დე ოლგინი.[1] 1752 წელს მეფე ფერდინანდ მეოთხემ მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1976 წლამდე შედიოდა ორიენტეს პროვინციის შემადგენლობაში.
ქალაქში ფუნქციონირებს კუბურ-კანადური ლუდსახარში. ოლგინს ემსახურება ფრანკ პაისის საერთაშორისო აეროპორტი. განვითარებულია მექანიკური ინჟინერია, სამშენებლო მასალების წარმოება, კვების მრეწველობა. მუნიციპალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 326 740 ადამიანს შეადგენდა.[2] 666 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 490,6 ადამიანი კმ²-ზე.[3]
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში