კაკოკუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუნიციპალიტეტი
კაკოკუმი
Cacocum
|
კაკოკუმი (ესპ. Cacocum) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში.
მდებარეობს ქალაქ ოლგინისგან სამხრეთით, ქალაქ ბაიამოსა და კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალისგან აღმოსავლეთით. ტერიტორია მოიცავს ექსტრემალურად ბრტყელ რელიეფს, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთით, გრანმის პროვინციის საზღვრამდე. დასავლეთით ესაზღვრება ლას-ტუნასის პროვინცია, აღმოსავლეთით კი მისი უახლოესი მუნიციპალიტეტი — ბაგუანოსი.
კაკოკუმს ყველაზე დასახლებულ ნაწილში კვეთს რკინიგზა და კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი. მთავარი ეკონომიკური საქმიანობა თავმოყრილია შაქრის გადამამუშავებელ ორ საწარმოში.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42 623 ადამიანს შეადგენდა.[1] 661 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 64,5 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||