ოთხთა ეკლესია
| ოთხთა | |
ოთხთა ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი |
|
| ძირითადი ინფორმაცია | |
|---|---|
| რელიგიური კუთვნილება | |
| ქვეყანა | ტაო-კლარჯეთი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) |
| რაიონი | არტაანი (პროვინცია) |
| ადგილმდებარეობა | სოფელი დორთ კილისე |
| სასულიერო სტატუსი | ნახევრად დანგრეული |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
| თარიღდება | X საუკუნე |
| დეტალები | |
ოთხთა ეკლესია - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (თანამედროვე თურქეთის ფარგლებში). ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (როგორებიცაა ბოლნისი და ურბნისი).[1]
აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთბი ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული.[1]
სექციების სია |
[რედაქტირება] მდებარეობა
ოთხთა ეკლესია მდებარეობს მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ დორთ კილისესგან 8 კილომეტრში. ოთხთა ეკლესია მდებარეობს 1.350 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამკუთხა ბაქანზე. მონასტერი შედგება ოთხი ნაგებობისგან - უზარმაზარი ბაზილიკა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია ორსართულიანი სამარხი ეგვტერი, სატრაპეზო დასავლეთით, ორნავიანი დარბაზი ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი. მდინარე ჭოროხის მეორე მხარეზე, მონასტრის დასავლეთით 150 მეტრის მანძილზე მდებარეობს სამლოცველოსა და ორსართულიანი კამაროვანი ნაგებობის ნაშთები. ეს ნაშთები ექვთიმე თაყაიშვილისა და ვახტანგ ჯობაძეს მოსაზრებით ბერთა კრებულის სამყოფელი იყო.[2]
[რედაქტირება] მთავარი ბაზილიკა
მონასტრის მთავარი ნაგებობა არის სამნავიანი ბაზილიკა. მისი გარეთა სიგრძეა 28.46 მეტრი, სიგანე 18.60 მეტრი. ეკლესიის სიმაღლე 22.07 მეტრია. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. შესასვლელების სიმაღლე 3.74 მეტრია, ხოლო სიგანე 1.87 მეტრს შეადგენს. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით, რომლებიც სწორ რიგებათაა დალაგებული და რომელთა შორის არ არის დატოვებული ნაპრალი. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის. ეკლესიის პილასტრები სუფთად თლილი ქვებისგან შედგება, ხოლო გულში გვხვდება ტუფის ერთგვაროვანი ხსნარი აგურის ნატეხებითა და ხრეშის მინარევებით.[2]
ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოსული ქანებით, რის გამოც საძირკველის სტერეობატი და სტილობატი მხოლოდ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩანს. ეკლესიის საძირკველი ორსაფეხურიანია და ნაგებია 0.19 მეტრის სიგანისა და სიმაღლის მქონე თლილი ქვებისგან. 0.50 სიგანის მქონე პილასტრებზე გადაყვანილი კამაროვანი და დეკორაციული თაღების მეშვეობით გარეთა კედლები არის ერთიანად დანაწევრებულია. 1.85 მეტრს შეადგენს სართავი თაღების სიგანე, თუმცა აღსანიშნავია კარების (კარების სიგანე 1.87 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.75 მეტრი) თაღები, რომლების სიგანე 2.28 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 9.20 მეტრია.[2]
[რედაქტირება] სამხრეთი ნავი
ოთხთა ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვის დიდი ნაწილი მოპარულია. კედლის სისქე 1.03 მეტრია. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ეკლესიის ორივე ფასადი იყო ერთნაირად აშენებული. ბაზილიკის ორივე ნავში არის ორ სართულად გაჭრილი კედლის თაღები. ეკლესიის სარკმელების სიმაღლე 1.05 მეტრს შეადგენს. სარკმელები ფართოვდებიან გარედან (0.28 მ) შიგნითკენ (0.95 მ). ტაძრის პირველ სართულზე შვიდი სარკმელია, ხოლო მეორეზე - ხუთი. ვახტანგ ჯობაძემ ორ ადგილას აღმოაჩინა წრეების წნულითა და ორმაგი ლენტით დეკორირებული ნახევარწრიული პროფილების ფრაგმენტები.[2]
| ტაძრის სამხრეთი ნავი - ჩანს ტაძრის კარიბჭე და ხედი. | ტაძრის სამხრეთი ნავი | ტაძრის სამხრეთი ნავი - ხედი ქვევიდან. | ||
[რედაქტირება] ჩრდილოეთი ნავი
უკეთესად შემორჩენილ ჩრდილოეთი ფასადის ქვედა რიგების სარკმელებს ახლავთ მონოლითური თაღები. თაღები დამშვენებულია რადიალური ღადებით, ზედ გადაწნული წრეებით, ორმაგ ლენტთან გადაბმული პარალელური წრეებითა და ბატიყელათი. გეომეტრიული სახეებითა და მცენარეებით შემკულია ეკლესიის ჩრდილოეთი ნავის ზედა რიგი. ზედა რიგი დამშვენებულია ექვსფურცელა ვარდულებით, ვაზის მტევნებით, განახევრებული S-ის ყლორტებით, ორლენტიანი წნულით, ტოლმკლავიანი განედლებული ჯვრებით, თევზისფხური სახით და გადაწნული კვადრატებით. [2]
ოთხთა ეკლესია დეკორატიულად უფრო მორთულია ჩრდილოეთ მხარეს. ორფა გრეხილები, ორ და სამმაგი ნაჭდევებით, რომბებით, მაკრატელა და კბილანა სახეებით მორთულია ჩრდილოეთი ფასადი, ხოლო სამხრეთით ფასადის კაპიტლები სადაა. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ტაძრის მშენებელმა უფრო გაუწია ანგარიში ადგილის ვითარებებს ვიდრე ტრადიციას. [2]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბოლქვაძე თ.; იმოგზაურეთ ტაო-კლარჯეთში /ბურჯი ეროვნებისა.-2003.-N1-2.-გვ.20-23.;ოთხთა ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.
- ბერიძე ვ.; ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.43; 125-126.; მოკლე ცნობა ოთხთა ეკლესიის არქიტექტურაზე.
- ვირსალაძე თ. წმინდა სოფიის გამოსახულება ოთხთას ეკლესიის მოხატულობაში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVI სამეცნიერო სესიის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. 1987 წლის 29 და 30 იანვარი.-თბ.,1981.-გვ.24-27.ოთხთა ეკლესიის მოხატულობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული გააზრება.
- გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.-თბ.,1996.-გვ.24-25. მოკლე ცნობა X საუკუნით დათარიღებული, სამნავიანი ბაზილიკის - ოთხთა ეკლესიის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულია ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტების თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: XI საუკუნის მოღვაწე გიორგის მთაწმინდელი, კალიგრაფი გაბრიელ პატარაი(X ს.).
- ოთხთა ეკლესია ("დორთ-ქილისე") //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.287-289. ოთხთა ეკლესიის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია, მდებარეობა, წარწერების - მოსახსენებელი დავით კურაპალატისა და ხურსი ერისთავთ-ერისთავისა - აღწერილობა. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.109).
- ციცხვაია ლ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა სამლოცველო //სამეცნიერო შრომების კრებული. ხელოვნებათმცოდნეობა.-2001.-N2.-გვ.209-211. რეზ. ინგლისურ ენაზე. 1998 წლის აგვისტოში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები (გრაფიკული და ფოტოფიქსაცია).
- დიდი ხუთეული ტაოთა: ოთხთა ეკლესია //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.175-182. ართვინის ვილაიეთში, სოფ.თექალედან ხუთ კილომეტრში მდებარე ძეგლის შესწავლის ისტორია, მონასტრის მთავარი ტაძრის - სამნავიანი ბაზილიკის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მოხატულობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვ.ჯობაძე, ექვ.თაყაიშვული, ვ.ბერიძე, მ. და ჟ. ტიერები, ზ.სხირტლაძე, დ.ხოშტარია, ქ.აბაშიძე , ე.პრივალოვა და სხვები. ტექსტს დართული აქვს მდიდარი ფოტომასალა.
- ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.108-109.ოთხთა ეკლესიის სატრაპეზოს მოკლე აღწერილობა.
- ტაო-კლარჯეთის კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.195-199. ტაძრის მოკლე მიმოხილვა, მხატვრული ანალიზი.
- ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება.-1991.-N1.-გვ.117-161.ოთხთა ეკლესიის დეტალური აღწერილობა.
- მარსაგიშვილი გ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა (არსენისეული) ეკლესია //საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომრლთა შრომების კრებული. ნარკვევები.V.-1999.-გვ.89-95. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ასომთავრული წარწერების მიმოხილვა, დათარიღება.
- ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.ოთხთა ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- ოთხთა ეკლესიის მონასტერი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.-თბ.,2007.-გვ.180-202.ოთხთა ეკლესიის მონასტრის, მთავარი ბაზილიკის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების, ინტერიერის, საკურთხევლის, მიმდებარე ოთახებისა და სატრაპეზოს აღწერილობა, ტაძრის აგებისა და მოხატულობის დათარიღება. მოსაზრება ტაძარში სემინარიის არსებობის თაობაზე, წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულია ე. თაყაიშვილი. ტექსტს დართული აქვს ილუსტრაციები (N53-60)და ტაბულები (216-240).
- ოთხთა ეკლესია //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.127. X საუკუნის ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტო.
- პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები.-თბ.,1998.-გვ.314-336. რეზ. ინგლ. ენაზე. ოთხთა ეკლესის, იშხნის, ოშკისა და ხახულის მოხატულობის ვრცელი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ექვ. თაყაიშვილი, ნიკოლ და მიშელ ტიერები, დ. უინფილდი, ნ. ალექსიძე, დ. ხოშტარია. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 505, თბ., 1984 წელი.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ოთხთა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7, გვერდი 505, თბილისი, 1984 წელი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5
ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში = Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klajet'i, and Savset'i / ვახტანგ ჯობაძე ; [მთარგმნ.: დიმიტრი თუმანიშვილი, დავით ხოშტარია ; რედ. მარიამ ლორთქიფანიძე]. - თბ. : უნივერსალი, 2007. - 277გვ. : 346ტაბ. ; 29სმ.. - საკუთ. სახ. საძ.: გვ. I-XII. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 978-99940-61-11-2 : [ფ.ა.][MFN: 31775]
UDC: 726.5(=353.1)(560)
Subjects: - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები თურქეთში; ქართული სამონასტრო არქიტექტურა;
K 24.469/4 - General Stock (..22)726/ჯ-603 - Kartvelology Division F 7.861/4 - Depositary Georgian Publications
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოთხთა ეკლესია
- თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ
- საპატრიარქოში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ შეთანხმებას არ იცნობენ // InterPressNews
- ტაძარი მეჩეთის სანაცვლოდ // InterPressNews
- საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით // Presage.tv
|
||||||||||||||||