ენირაბათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენირაბათი
ენირაბათი — თურქეთი
ენირაბათი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°03′40″ ჩ. გ. 42°10′36″ ა. გ. / 41.06111° ჩ. გ. 42.17667° ა. გ. / 41.06111; 42.17667
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ართვინი
მუნიციპალიტეტი არტანუჯი
ადგილმდებარეობა ენირაბათი
სასულიერო სტატუსი ეკლესია
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კლარჯეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X საუკუნის შუა წლები
დეტალები
სიგრძე 16.7
სიგანე 10.7
გუმბათი 1

ენირაბათი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თურქეთში, ისტორიული კლარჯეთის ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების სოფელში. ენირაბათი ქართულად ახალ რაბათს ნიშნავს. მეცხრამეტე საუკუნეში ამ მიდამოებში დასახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებდნენ, რაც ქართულად ახალ ადგილს ნიშნავს.

ეკლესია მდებარეობს არტანუჯის სამხრეთით 18 კილომეტრით შორს, მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ნაპირას, სწორი ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ციცაბო ერთკილომეტრიანი ბილიკის ბოლოს. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი, თუმცა არ აქვს არც ერთი წარწერა.

ენირაბათი შეცდომით მიიჩნეოდა შატბერდად. თუმცა ამის საპირისპიროდ მიუთითებს ტაძრის გეგმა და წყობა, მისი არქიტექტურა, რომელიც განსხვავდება რეგიონის ხუროთმოძღვრული ტრადიციებისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjeti and Šavšeti, Stuttgart,1992;