არდის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arda.Tengwar.svg არდის ისტორია
აინურების მუსიკა
ვალიანური წლები
ლამპართა წლები
ხეების წლები
მზის წლები
ილუვატარის შვილთა ეპოქები
პირველი ეპოქა
მეორე ეპოქა
მესამე ეპოქა
მეოთხე ეპოქა
უკანასკნელი ბრძოლა
არდის ქრონოლოგია

ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ეას გამოგონილი სამყაროს ისტორია დაიწყო, როდესაც აინურები არდაში შევიდნენ, აინულინდალეში აღწერილი მოვლენებისა და მისი მრავალსაუკუნოვანი შექმნის შემდეგ. ამ პერიოდიდან წლების აღრიცხვა მიმდინარეობდა ვალიანური წლებით, თუმცა შემდგომში არდის ისტორია დაიყო სამ პერიოდად, სხვადასხვა წლების გამოყენებით. ამ წლებს ეწოდებოდა ლამპართა წლები, ხეების წლები და მზის წლები. ცალკე, დეტალური ქრონოლოგია ისტორიას ყოფს „ილუვატარის შვილთა ეპოქებად“. პირველი ასეთი ეპოქა დაიწყო ელფთა გამოღვიძებით (ხეების წლები) და ექვსი საუკუნის მანძილზე, მზის წლებში გაგრძელდა. შემდგომ ეპოქებს ადგილი ჰქონდა მზის წლებში. შუამიწეთის ამბების უმეტესობას ადგილი ჰქონდა ილუვატარის შვილთა პირველ სამ ეპოქაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]