ნორქ-მარაშის რაიონი (სომხ.Նորք-Մարաշ) — სომხეთის დედაქალაქის, ერევნის 12 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქალაქის ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კენტრონის რაიონი, აღმოსავლეთიდან - ნორ-ნორკი და სამხრეთიდან ერებუნი. დღეს რაიონი ორ არაოფიციალურ ნაწილად ნორკად და ნორ მარაშად იყოფა. სწორედ ამ ორი ნაწილის შეერთებით შეიქმნა 1966 წელს ნორკ-მარაშის რაიონი. 2015 წლის მონაცემებით რაიონში 11 900 ადამიანი ცხოვრობს[1].