ხორტობადის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხორტობადის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Hortobagy-ziehbrunnen.jpg
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°36′00″ ჩ. გ. 21°06′00″ ა. გ. / 47.60000° ჩ. გ. 21.10000° ა. გ. / 47.60000; 21.10000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 474
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 474
რუს.ინგლ.ფრ.

ხორტობადი (უნგრ. Hortobágyi Nemzeti Park) — საერთო სახელოწდება აღმოსავლეთ უნგრეთის ჰაიდუ-ბიჰარის მხარის სოფლისა და 800 კმ² ფართობის ეროვნული პარკისა. პარკი ალფიოლდის დიდი ვაკის შემადგენელი ნაწილია და ეროვნულ პარკად 1973 წელს გამოცხადდა (პირველი უნგრეთში), 1999 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.[1] ხორტობადი უნგრეთის უდიდესი დაცული ტერიტორია და ევროპის უდიდესი ბუნებრივი საძოვარია.[2]

ხორტობადი სტეპური, ბალახიანი ვაკეა სადაც უამრავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი, ხარი და ცხენია, რომელებსაც მწყემსები მეთვალყურეობენ. ტერიტორიაზე ბინადრობს მრავალი პოპულაცია, მათ შორის 342 სახეობის ფრინველი. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ძეგლია ცხრათაღიანი ხიდი. ლანდშაფტში გამოირჩევა T-ს ფორმის ჭები; ხშირია მირაჟები.

ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ ეს ტუტოვანი სტეპი შუა საუკუნეებში უზარმაზარი ტყეების მასივების გაჩეხვის შედეგად წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ხორტობადი ბევრად ძველია. ტუტოვანი პროცესები აქ ათი ათასი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ტისამ თავის კალაპოტი უნგრეთის დიდ ვაკეზე იპოვა. ფორმაცია დასრულდა მსხვილი ცხოველების გამოჩენით, მათ შორის იყვნენ მასტოდონტები და გარეული ცხენები გამყინვარების პერიოდში, რომლებსაც სხვა შინაური ცხოველები მოჰყვნენ.[3]

ხორტობადთან ასევე დაკავშირებულია ნეგატიური ნიუანსები. ეს იყო ადგილი, სადაც უნგრელი სტალინისტები თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს იძულებით სამუშაოზე გზავნიდნენ, განსაკუთრებით კომინფორმის რეზოლუციის შემდეგ. უმრავლეს შემთხვევებში, ის იმავე მიზნებს ემსახურებოდა რასაც გოლი-ოტოკის ციხე ტიტოს რეჟიმის იუგოსლავიაში და ბარაგანის ვაკე რუმინეთში.[4][5]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hortobágy National Park - the Puszta. UNESCO World Heritage Centre. UNESCO. წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.
  2. A Világörökség Bizottság 26. Ülése
  3. Hortobágy National Park, The Hungarian Puszta (PDF). Nomination file for inscription of the Hortobágy National Park to the World Heritage List pp. 4–5. Ministry for Environment and Regional Policy, Republic of Hungary (1999). წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.
  4. dr. Barić, Ernest. Jezik Hrvata u Mađarskoj (Croatian). ციტატა: „...a dio svjesnih Hrvata odveden na prisilni rad u Hortobágy (mađarski Goli otok)“ წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.
  5. Ce zicea Tito, ce povestea Dej... (Romanian) (2007-05-08). ციტატა: „In duminica de Rusalii a anului 1951, de pe granita noastra cu Iugoslavia au fost “dislocati in Baragan” circa 50.000 de “titoisti”. In aceeasi zi, mii de maghiari au fost deportati in pusta Hortobagy.“ წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.