ნიკარაგუის დემოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკარაგუის დემოგრაფია
მანაგუა, დედაქალაქი და უდიდესი
საქალაქო დასახლება ნიკარაგუაში
მოსახლეობა 5,675,356 (2007)
მამაკაცები 2,839,168
ქალები 2,836,188
მოსახლეობის ზრდა 1.855%
შობადობა 24.12/1,000
სიკვდილიანობა 4.42/1,000
ახალშობილთა
სიკვდილიანობა
27.14/1,000
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
70.92 წელი
ეროვნება ნიკარაგუელები
წყარო INEC

მსოფლიოს ფაქტების წიგნის მიხედვით ნიკარაგუის მოსახლეობა არის 5,675,356. ნიკარაგუის მოსახლეობის უმეტესობა არიან თეთრკანიანები და მეტისები. ზუსტად 69% არის მეტისი და 17% თეთრკანიანები. თეთრკანიანები და მეტისები განფენილი არიან ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე და ერთად აღებული ნიკარაგუის მოსახლეობის 86%-ს შეადგენენ, 4,8 მილიონს.

შავკანიანები და აფრო-ნიკარაგუელები ნიკარაგუის მოსახლეობის 9%- შეადგენენ. მათი განსახლების არეალი ქვეყნის მეჩხრად დასახლებული აღმოსავლეთ რეგიონია-კარიბის ზღვისპირეთი. შავკანიანების უმეტესობა ვესტ-ინდიური წარმოშობისაა და მათი წინაპრები იყვნენ იამაიკიდან მონებად ჩამოყვანილები, ბრიტანეთის პროტექტორატის დროს. ნიკარაგუას ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობის აფრო-ლათინოსები მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ზემოთცამოთვლილ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ასევე ცხოვრობენ გარიფუნას ხალხი, რომელთაც აქვთ კარიბული, ანგოლური, კონგოური და ავარაკული წარმომავლობა. დარჩენილი 5% არიან ამერინდიელები-ნიკარაგუის ენდოგენური მოსახლეობის წმინდა სისხლის შთამომავლები. ნიკარაგუის კოლუმბიმდელი მოსახლეობის შთამომავლები ნიკარაგუის ტერიტორიაზე აერთიანებენ არაერთ ეთნოსს. დასავლეთ რეგიონში სახლობს ნიკარაოს ხალხი, რომლების კულტურულად ძალზედ ახლოს იყვნენ მაიას ტომებთან და რომელთა მიხედვითაც დაერქვა ნიკარაგუას დღევანდელი სახელი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპირო დასახლებული იყო ჩიბჩას ტომებით, რომლების ამ ტერიტორიწებზე გადმოსახლდნენ სამხრეთ ამერიკიდან, დღევანდელი კოლუმბიიდან და ვენესუელიდან. ეს ჯგუფი აერთიანებს შემდეგ ხალხებს: რამა, მოსკიტო, სუმო.

ნიკარაგუის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არის მანაგუა 1.2 მილიონიანი მოსახლეობით (2005). 2004 წლის მონაცემებით 4,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში 2,7.


ნიკარაგუაში სააღრიცხვო სააგენტო არის ნიკარაგუის სტატისტიკისა და აღწერის ეროვნული ინსტიტუტი. მან თავისი პირველი აღრიცხვა ჩაატარა 1906 წელს ბოლო კი 2005 წელს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფები
Nicaragua boys.jpg
ნიკარაგუელი ბიჭები
ჯგუფი რაოდენობა
მეტისები (69%) 3,915,995
თეთრკანიანები (17%) 964,810
შავკანიანები (9%) 510,782
ამერინდიელები (5%) 283,767
Source: CIA World Factbook (2007)
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუელები.

მეცხრამეტე საუკუნეში ენდოგენური მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ისინი მეტისების უმრავლესობაში შეეთქვიფნენ. მე-19 საუკუნის განმავლობაში ნიკარაგუამ განიცადა ევროპელ ემიგრანტთა ტალღა განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მატაგალპაში, ესტელსა და ხინოტეგაში. ნიკარაგუის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დასავლეთ ნაწილში მანაგუის, ლეონისა და გრანადის მუნიციპალიტეტებში.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება]

ნიკარაგუელი ქალები კონცერტზე, მანაგუა
ინგლისურად მოსაუბრე კრეოლი ბლუეფილდსიდან
აფრო-ნიკარაგუელი

ნიკარაგუის მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ მეტისები და თეთრკანიანები. 69% არის მეტისები, რომლებიც ნარევია ესპანელი კონკისტადორებისა და ენდოგენური მოსახლეობისა. თეთრკანიანთა პროცენტობრივი მაჩვენებელი 17% უტოლდება. მას შეადგენენ გერმანელების, იტალიელების, ესპანელებისა და პორტუგალიელი ემიგრანტების შთამომავლები.

ნიკარაგაუის მოსახლეობის 9% არის შავკანიანები, რომელთაც აფრო-ნიკარაგუელებსაც უწოდებენ. მათი განსახლების არეალი, ძირითადად ქვეყნის მეჩხრად დასახლებული აღმოსავლეთი, კარიბის ზღვისპირეთი, რეგიონი არის. შავკანიანი ნიკარაგუელები ანტილიური წარმომავლობის არიან. ნიკარაგუას აქვს აფრო ლათინოამერიკული მოსახლეობის უდიდესი პროცენტობრივი შემადგენლობა მთალს ცენტრალურ ამერიკაში. გარდა ამისა ნიაკრაგუაში სახლობენ გარიფუნის ხალხი და კონგოური, ანგოლური და ავარაკული წარმომავლობის ხალხი.

დარჩენილ 5% პროცენტს შეადგენს ენდოგენური მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ შეეთქვიფა ნიაკრაგუაში მოსულ კოლონისტებს და მეტნაკლებად შეინარჩუნა თვითმყოფადოება. კოლუმბიმდელი ეპოქის მოსახლეობას შეადგენს არაერთი ინდური ეთნიკური ჯგუფი. ნიკარაგუის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს ნიკარაოს ხალხი, რომელთა მიხედვითაც მთელს ნიკარაგუას დაერქვა სახელი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ ჩიჩბას მონათესავე ჯგუფები, ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან გადმოსახლებულან. ესენი არიან მოსკიტოები, რამაები და სუმოები. საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნეში ენდოგენურ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი ჰქონდათ ნიკარაგუის მოსახლობაში. დღესდღეობით კი მათი დიდი ნაწილი მეტისების უმრავლესობას შეეთქვიფა.


ენდოგენური მოსახლეობა[რედაქტირება]

ენდოგენური მოსახლეობის მიკუთვნებულობა სხვადასხვა ეთნოსებისადმი (2005)
რამა 4,185 0.9% გარიფუნა 3,271 0.7%
სუმო 9,756 2.2% მოსკიტო 120.817 27.2%
ულვა 698 0.2% კრეოლი 19,890 4.5%
სუტიავა 19,949 4.5% ნიკარაო 11,113 2.5
ჩოროტეგა 46,002 10.4 მატაგალპა 15,240 3.4%

2005 წლის აღრიცხვის მონაცემებით 443,847 ადამიანი საკუთარ თავს ამერინდიელს უწოდებს. მათი რაოდენობის 50% სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. 120,817 ადამიანი საკუთარ თავს მოსკიტოდ მიიჩნევს. ისინი საერთო ენდოგენური მოსახლეობის 27.2% შეადგენენ. 13,640 მაცხოვრებელი კითხვაზე, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, პასუხობენ "სხვა". 47,473 კი დარწმუნებული არაა თუ რომელ ენდოგენურ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. 19,460 ადამიანი კი, რომელიც ენდოგენური მოსახლეობის 15.1%-ს შეესაბამება, არ პასუხობს შეკითხვაზე.

იმიგრაცია[რედაქტირება]

ნიკარაგუა თითქმის ყოველთვის განიცდიდა იმიგრანტთა მოწოლას. თუმცა იმიგრანტების რაოდენობას ნიკარაგუის მუდმივ მაცხოვრებლებთან შეფარდებით 1%-ს არ ასცილებია 1995 წლამდე. მხოლოდ 2005 წელს ჩამოსულთა რაოდენობამ 1.2%-ს მიაღწია.

დოიჩე კლუბის დამაარსებლები ნიკარაგუაში

1800-იან წლებში ნიკარაგუამ განიცადა რამდენიმე ტალღა იმიგრაციისა, რომელიც ძირითადად ევროპიდან მოედინებოდა. ოჯახები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან ცამოდიოდნენ და სახლდებოდნენ ცენტრალურ და წყნარი ოკეანის რეგიონში. შედეგად, ჩრდილოეთ ნიკარაგუის ქალაქებში ესტელში, ხინოტეგასა და მატაგალპაში სახლობენ მეოთხე თაობის გერმანელები. მათ დაასრეს გაზეტები, ბანკები და სასტუმროები, ასევე მისდევდნენ სამეურნეო ბიზნესს, მოჰყავდათ ყავა და შაქარი.

დღესდღეობით ნიკარაგუის ცენტრალურ რეგიონში არსებობენ მცირე სირიული, სომხური, პალესტინური, ებრაული და ლიბანური სათვისტომოები, რომელთა საერთო რაოდენობა 30, 000 აღწევს. ასევე გვხვდებიან აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული ტაივანური, ჩინური და იაპონური მოსახლეობა. ნიკარაგუაში მცხოვრებ ჩინელთა რაოდენობა 12, 000 შეადგენს.

ემიგრაცია[რედაქტირება]

ნიკარაგუის სამოქალაქო ომისა და რევოლუციის შემდეგ არაერთი ნიკარაგუელი წავიდა საზღვარგარეთ. 1990 წლის არჩევნების შემდეგ ემიგრანტი ნიკარაგუელების ნაწილი დაბრუნდა, თუმცა მათი უმრავლესობა ისევ საზღვარგარეთ რჩება. 1998 წელს ქარიშხალ მიჩის გამო 4, 000 ადამიანი დაიღუპა და დანგრეული ეკონომიკის გამო მიუსაფარი მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა. მათ მიიღეს დროებითი მფარველობის სტატუსი და შეერთებულ შტატებში "ლტოლვილის" სტატუსით ჩავიდნენ. ბუნებრივი და პოლიტიკური კატაკლიზმების გარდა სიღარიბე და უმუშევრობა მირეკება ათასობით ნიკარაგუელს საზღვრებს გარეთ.

ნიკარაგუიდან ემიგრაცია ჯერ კიდევ მიმდინარე პრეოცესია. 1990-2004 წლებში 800,000 ნიკარაგუელმა დატოვა თავისი საცხოვრებელი, როცა 1970-1989 წლებში 100,000 ადამიანი იყო ემიგრირებული ნიკარაგუიდან. მსოფლიო ბანკის 2005 წლის მონაცენებით ნიკარაგუის საზღვრებს გარეთ 683,520 ადამიანი ცხოვრობდა ლეგალურად. თუ კი არალეგალთა აღრიცხვაც გახდება შესაძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ 1,5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს ემიგრანტი. ნიკარაგუელები არიან სიდიდით მესამე საზოგადოება ცენტრალურ ამერიკაში, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ნიკარაგუის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი არის დედაქალაქი მანაგუა 1,2 მილიონიანი მოსახლეობით. 2005 წლის მონაცემებით 4.4 მილიონი ადამიანი სახლობს წყნარი ოკეანის, ცენტრალურ და ჩრდილოთ რეგიონებში. მხოლოდ წყნარი ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობს 2. 7 მილიონი ადამიანი, როცა კარიბის ზღვისპირეთში 700. 000 ადამიანი სახლობს.

გაერთიანებული ერების მონაცემებით ნიკარაგუის მოსახლეობა არის 5,743,000. მოსახლეობის ზრდა აღწევს 1.31%, შობადობის რაოდენობა კი- 24.9/1,000 სულ მოსახლეზე. სიცოხლის ხანგრძლივობა 72.90 წელი არის. 69.99-მამაკაცებში, 76.00-ქალებში.

დეპარტამენტები მოსახლეობით[რედაქტირება]

რიგი ქალაქი დეპარტამენტი მოსახლეობა რიგი ქალაქი დეპარტამენტი მოსახლეობა
1 მანაგუა მანაგუა 1 262 978 10 ესტელი ესტელი 201 548
2 მატაგალპა მატაგალპა 469 172 11 გრანადა გრანადა 168 186
3 ჩინანდეგა ჩინანდეგა 378 970 12 ხინოტეპე კარასო 166 073
4 ლეონი ლეონი 355 779 13 რივასი რივასი 156 283
5 ხინოტეგა ხინოტეგა 331 335 14 ხუიგალპა ჩონტალესი 153 932
6 ბილვი ჩაარი 314 130 15 ბოაკო ბოაკო 150 636
7 ბლუეფილდსი საარი 306 510 16 სომოტო მადრისი 132 459
8 მასაია მასაია 289 988 17 სან კარლოსი რიო სან ხუანი 95 596
9 ოკოტალი ნუევა სეგოვია 208 523 18 სულ -- 5 142 098 (2005)
წყარო: სტატისტიკისა და აღრიცხვის ეროვნული ინსტიტუტი (INEC)

ენა[რედაქტირება]

ნიკარაგუის ენები
ენა მოსაუბრეები
არაბული 400
გარიფუნა 1, 500
ესპანური 4,347,000
ინგლისური 20,334
კრეოლების ინგლისური 30,000
მოსკიტო 154,400
ნიშნების ენა 3,000
რამა 24
სუმო 6,700
ჩინური 7, 000
წყარო: ეთნოლოგია
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ენები ნიკარაგუაში.

ნიკარაგუის ოფიციალური ენა არის ესპანური (ნიკანიოლი- ნიკარაგუული ესპანური), რომელზეც საუბრობს მოსახელობის 90%. ქვეყანაში გვრცელებულია ესპანურის ვესეოს დიალექტი, მსგავსად ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებისა.

კარიბის ზღვისპირეთში მცხოვრები ენდოგენური მოსახლეობა საუბრობს თავიანთ მშობლიურ ენებსა და ინგლისურზე. ენდოგენურ ენებს შორის გამოირჩევიან სუმოს, რამასა და მოსკიტების ენები. შემორჩენილია კრეოლების ენები, თუმცა იგი ჩაანაცვლა კრეოლების ინგლისურმა, რომელზეც 30, 000 კრეოლი საუბრობს.

ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც ძირითადად გასულ საუკუნეებში ჩასახლდნენ ნიაკრაგუაში შენარჩუნებული აქვთ თავისი წინაპრების ენები და იმავდროულად საუბრობენ ესპანურად ან ინგლისურად. ასეთ ენებს მიეკუთვნება ჩინური, არაბული, იტალიური, გერმანული.

ევროპული ენების გარდა ნიაკრაგუაში სამი მკვდარი ენაა, რომელსაც იყენებდნენ ადგილობრივი ინდიელები.

რელიგია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის რელიგია.
რელიგიები ნიკარაგუაში
IglesiaManagua.png
წმინდა აზრის დედაქალაქის საკათედრო ტაძარი მანაგუაში
რელიგია რაოდენობა
კათოლიკეები 58.5%
ევანგელისტები 21.6%
მორავიანელები 1.6%
იეჰოვას მოწმეები 0.9%
არც ერთი 15.7%
სხვები1 1.6%
1 იგულისხმება ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი.
წყარო: ნიკარაგუის აღწერა 2005

ნიკარაგუის რელიგია მნიშვნელოვანი ნაწილი არის ნიკარაგუის კულტურისა. ნიკარაგუაში რელიგიური თავისუფლება და შემწყნარებლობა დაცულია კონსტიტუციის ძალით.

ნიკარაგუაში რელიგიური თავსიუფლება დაკანონდა 1939 წლის შემდეგ. ქვეყანაში რომელიმე რელიგიას არ აქვს ოფიციალური სტატუსი.

ნიკარაგუაში ყველაზე ძლიერი და დიდი ხნის ისტორიის მქონე არის კათოლიკური ეკლესია, რაც აისახება კათოლიკეტა რაოდენობაზე ნიკარაგუის მოსახლეობაში. კათოლიკე მღვდლები ცდილობენ აიმაღლონ საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარ გამოსვლებში ეროვნული ერთობისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი ხშირად ასრულებენ მედიატორების როლს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის დროს. ევანგელისტები და მორმონები 1990-იანი წლებიდან იფართოებენ მიმდევრების რაოდენობას. კარიბის ზღვის სანაპიროზე მრავლად არიან ანგლიკანური და მორავიანული ეკლესიის მიმდევრები.

მორავიანელები ნიკარაგუაში დამკვიდრდნენ XVI საუკუნეში. პროტესტანტები და ქრისტიანობის სხვა მიმდინარობების წარმომადგენლები ნიკარაგუაში გამოჩნდნენ მეცხრამეტე საუკუშეში და მიმდევრები გამოიჩინეს ჯკარიბის ზღვის სანაპიროზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს მფარველ წმინდამებს, რომლებიც მოიაზრებიან ღმერთისა და ადამიანების დამაკავშირებლებად. უმეტესად მდებარეობენ როგორც დედაქალაქ მანაგუაში, ისე მცირე სასოფლო დასახლებებში. დღესასწაული ლა პარუისმა, რომელიც დეკემბერში იმართება ერთი კვირის განმავლობაში, შობასა და აღდგომაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.

დემოგრაფიული მაჩვენებლები[რედაქტირება]

ნიკარაგუის მოსახლეობის ზრდა (1961-2003)
ცხოვრება ნიკარაგუაში
CarnavalNica.jpg
ხელოვნება
კინო
სამზარეულო
კულტურა
დემოგრაფია
განათლება
დღესასწაულები
სამართალი
ლიტერატურა
მუსიკა
პოლიტიკა
რელიგია
ტურიზმი

ქვემოთ მოცემული დემოგრაფიული მონაცემები ეყრდნობა მსოფლიოს ფაქტების წიგნისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევებს.

ნიკარაგის მოსახლეობის 19% ცხოვრობს წყნარი ოკეანის დაბლობებსა და შიდა მთიანეთის მოსაზღვრე რეგიონებში. მოსახლეობის 54% ცხოვრობს ქალაქად.

ასაკობრივი სტრუქტურა[რედაქტირება]

  • 0-14 ასაკი: 33.8% (მამაკაცი 1,025,426/ქალი 988,148)
  • 15-64 ასაკი: 62.9% (მამაკაცი 1,734,153/ქალი 1,746,574)
  • 65-ზევით ასაკი: 3.3% (მამაკაცი 79,589/ქალი 101,466) (2009)

შობადობის კოეფიციენტი[რედაქტირება]

24.9/1,000 (2005-2010)

სიკვდილიანობის მაჩვენებლები[რედაქტირება]

4.7/1,000 (2005-2010)

მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლები[რედაქტირება]

1.31% (2005-2010)

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება]

მეტისი 69%, შავკანიანი 17%, თეთრკანიანი 9%, ამერინდიელი 5%

სქესობრივი შემადგენლობა[რედაქტირება]

  • ახალშობილები: 1.05 მამაკაცი/ქალი
  • 15 წლამდე: 1.04 მამაკაცი/ქალი
  • 15-64 წლამდე: 1.00 მამაკაცი/ქალი
  • 64 და მაღალი წლოვანება: 0.78 მამაკაცი/ქალი

რელიგიები[რედაქტირება]

კათოლიკეები 58.5%, ევანგელისტები 21.6%, მორევიანები 1.6%, იეღოვას მოწმეები 0.9%, სხვები 1.6%, არც ერთი 15.7%, (2005).

ენები[რედაქტირება]

ესპანური ენა (ოფიციალური) (შენიშვნა: ინგლისური და ენგოგენური ენები კარიბის ზღვის სანაპიროზე)

წიგნიერება[რედაქტირება]

  • განსაზღვრა: 15 წლის ზემოთ წერა-კითხვა იციან
  • მოსახლეობის საერთო რაოდენობა: 67%
  • მამაკაცები: 67.2%
  • ქალები: 67.8% (2003)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]