რიო სან ხუანი — დეპარტამენტი ნიკარაგუაში. მისი ფართობი შეადგენს 7,473 კმ²-ს, მოსახლეობა კი 95,500 (2005). მისი დედაქალაქი არის სან კარლოსი. რიო სან ხუანის დეპარტამენტი შეიქმნა სელაიასა და ჩონტალესის დეპარტამენტების ნაწილებისგან 1957 წელს. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სოლენტინამეს არქიპელაგები და სან ხუანის მდინარე, რომლის სახელიც დაერქვა ახლად შექმნილ დეპარტამენტს.