ესტელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუნიციპალიტეტი
ესტელი
Estelí
ესტელის სამხრეთი დაბოლოვება
ესტელის სამხრეთი დაბოლოვება
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სტატუსი ესტელის დეპარტამენტი
მერი ფრანსისკო რამონ ვალენსუელა ბლანდონი
დაარსდა 1685
ფართობი 795.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 844
მოსახლეობა 119,000 კაცი
სიმჭიდროვე 144.4 კაცი/კმ²

ესტელი (ვილა დე სან ანტონია დე პავია დე ესტელი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესტელის დეპარტამენტში, ნიკარაგუაში. ესტელი არის ჩრდილოეთ ნიკარაგუის მნიშვნელოვანი საწარმოო ცენტრი. მას „საგოვიის მარგალიტს“ უწოდებენ.

მანაგუიდან 150 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქი გაშენებულია პანამერიკულ გზატკეცილზე. იგი არის სწრაფად მზარდი და პროგრესირებადი ქალაქი 119,000-იანი მოსახლეობით. მას აქვს სასიამოვნო კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, რაც ერთმხრივად განსაზღვრა ნიაკრაგუის მაღალმთიანეთში მდებარეობამ. ქალაქი არის ზღვის დონიდან 844 მეტრ სიმაღლეზე. ესტელი შემოსაზღვრულია ტყიანი მთებითა და ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მყოფი პლატოებით, რომელთაგან ზოგიერთი სახელმწიფო ნაკრძლადაა გამოცხადებული.

1970-იან წლებში, სომოსას მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი იყო ქალაქი ესტელი.

ეკონომიკა და ტურიზმი[რედაქტირება]

ნიადაგი ესტელის შემოგარენში არის საუკეთესო თამბაქოს მოსაყვანად, რომელსაც სიგარისათვის იყენებენ. ქალაქში წარმოებული თამბაქოები, მრავალჯერ გახდნენ ჯილდოების მფლობელი. ამის გამო ესტელიმ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი თამბაქოს მწარმოებებლი ქალაქის სახელი დაიმკვიდრა. კუბის რევოლუციის დროს, 1959 წელს კუბელმა სიგარის მწარმოებლებმა სწორედ ესტელს შეაფარეს თავი. ქალაქში არის არაერთი უცხოენოვანი სკოლა, რესტორნები და სასტუმროები, რომლებიც ემსახურებიან ჩასულ ტურისტებს. ესტელის მახლობლად არის ბუნებრივი ნაკრძალები: მირაფლორი, ტისეი-ესტანსუელა, ლას ბისას-კებისასი, ტომაბუ, ტეპესომოტო და მოროპოტენტე.

მსოფლიოს ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ 2008 წლის მუნიციპალიტეტის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ესტელის მინიციპალიტეტი პირველ და მეორე ადგილებზეა, ლათინური ამერიკის 165 მუნიციპალიტეტს შორის ხარისხიანი და ეფექტიანი სამშენებლო და მუნიციპალიტეტის საოპერაციო ლიცენზიის ნებართვის მიცემაში.

სპორტი[რედაქტირება]

ესტელი არის სამშობლო ნიკარაგუის ერთ-ერთი წარმატებული საფეხბურთო გუნდის ესტელის რეალისა, რომელსაც უწოდებენ „ჩრდილოეთის მატარებელს“. იგი არის აგრეთვე სამშობლო პროფესიული საკალათბურთო გუნდისა. ამით ესტელი ნიკარაგუის სპორტისთვის ქვეყანაში მნიშვნელობით მესამე ქალაქია. 1970-იან წლებში, ესტელის საკალათბურთო გუნდი მონაწილეობას იღებდა „რობერტო კლემენტეს“ საკალათბურთო ტურნირში. ესტელის საკალათბურთო გუნდმა მიიღო ნიკარაგუის საუკეთესო გუნდის ტიტული, რადგანაც მის რიგებში თამაშობდნენ პორფი ალტამინარო და ალბერტ უილიამსი.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება]

ესტელის ნიკარაგუაში ყველაზე კეთიმოწყობილი წყალმომარაგების სისტემა აქვს, რომელიც თითქმის მთელს მის მოსახლეობას ემსახურება.

ესტელის არსებობის ისტორიაში სამი აეროპორტი აუშენდა, მაგრამ დღეს არც ერთი იმათგანი არსებობს. პირველი აეროპორტის აშენება დასტურდება 1930-34 წლებში, როცა ტაკამ დაიწყო მგზავრების გადაყვანა ელ სალვადორი-ტეგუსიგალპა-დანლი-ოკოტალი-ესტელი-მანაგუას გზაზე. ლა ტომსონი, რომელიც არის ესტელიდან სამი მილის მოშორებით ჩრდილოეთით, იქ აშენდა მეორე აეროპორტი. მესამე აეროპორტი აშენდა ქალაქის ჩრდილოეთ ბოლოში 1980-იან წლებში. თუმცა, იგი დღეს ქალაქის ნაწილი გახდა.

1940 წელს იგეგმებოდა ნიკარაგუის სარკინიგზო ხაზის გაგრძელება ელ საუკედან ჩრდილოეთით ესტელის გავლით. ცამეტი კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზი გაშენდა, მაგრამ მისი მშენებლობის დასრულება ჩაიშალა.

გალერეა[რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]