ბოაკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუნიციპალიტეტი
ბოაკო
Boaco
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სტატუსი ბოაკოს დეპარტამენტი
მერი ვივიენ ოროსკო სამორა
მოსახლეობა 19,000 კაცი
სიმჭიდროვე 52.36 კმ² კაცი/კმ²

ბოაკოქალაქი და მუნიციპალიტეტი ბოაკოს დეპარტამენტში, ნიკარაგუაში. ბოაკოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არის 56,900 (2006) მისი ფართობი კი-1,086.81 კმ².

ქალაქ ბოაკოს მოსახლეობა არის 19,000 (2006) და იგი მდებარეობს მანაგუიდან 88 კმ-ის მოშორებით. ბოაკოს უწოდებენ ორსართულიან ქალაქს.

ისტორია[რედაქტირება]

ბოაკო არის აცკეტური წარმომავლობის სიტყვა. იგი ასე იშიფრება Boa ან Boaj (ჯადოქარი) და სუფიქსი O (ადგილი, ქალაქი) რაც ნიშნავს "გრძნეულთა ქალაქი". ძველი ბოაკო, ანუ ბოაკო ვიეხო, მდებარეობს დღევანდელი კოაკოდან 5 ლიეს მოშორებით. უძველესი მოსახლეობის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი.

1749 წელს, სამბოს, კარიბისა და მოსკიტოს ინდიელები ბრიტანელების წაქეზებით თავს დაესხნენ ბოაკო ვიეხოს და საშინელი სიმძვინვარითა და დაუნდობლობით გაანადგურეს ქალაქი. იმ ადამიანთა მცირე რაოდენობა, რომელიც გადაურცა ინდიელთა სიძულვილს მოშორებით დაარსეს ახალი დასახლება ბოაკიტო (პატარა ბოაკო) მალაკატაოიას მდინარესთან ახლოს. 1752-1772 წლებში ბოაკიტოს მოსახლეობა დასახლდა იქ სადაც არის დღევანდელი ქალაქი ბოაკო.

ბოაკოს მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად ჩონტალესის დეპარტამენტის ნაწილი იყო. 1910 წლის 4 თებერვალს ხოსე მადრისის მთავრობამ დააარსა ხერესის მუნიციპალიტეტი, რომლის დედაქალაქი იყო ბოაკო. რატომღაც კონსერვატულმა მთავრობამ ეს კანონი გააუქმა და მხოლოდ 1935 წლის 18 ივლისს ხუან ბატისტა საკასას ბრძანებით ბოაკოს დეპარტამენტი შეიქმნა. იმ დღიდან ბოაკო ბოაკოს დეპარტამენტსი დედაქალაქია.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ბოაკო მდებარეონბს ცენტრალური ნიკარაგუის მთიან ნაწილში. მისი ტოპოგრაფია არის უსწორმასწორო მთიანი რელიეფის გამო. ეს მთები უფრო დაბალია ჩრდილოეთ ნიკარაგუის მთიანეთთან შედარებით. უმაღლესი წერტილი ბოაკოს მთიანეთში არის 1,020 მეტრი. დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდა 360 მეტრ სიმაღლეზე.

კლიმატი[რედაქტირება]

ბოაკოს კლიმატი არის მრავალფეროვანი. იგი გადადის ტროპიკული ტყეებიდან ტროპიკულ ველებამდე, რომელზეც მიმოფანტულია მეჩხრად ამოხული ხეები. იგი გადადის საშუალო ტემპერატურა ზაფხულში არის 27 °C და 30 °C, დეკემბერში კი-18 °C. წლიური ნალექების რაოდენობა 1,200-2,000 მმ-ს შორის მერყეობს.

პოლიტიკა და მთავრობა[რედაქტირება]

ნიკარაგუის მუნიციპალიტეტების კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. მუნიციპალიტეტის ახლანდელი მერი არის ვივიენ ოროსკო სამორა. სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტიდან.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ბოაკოს მდებარეობამ მთიან ნაწილკში განსაზღვრა მისი მეურნეობის ხასიათი- იგი ძირითადად აწარმოებს რძის პროდუქტებს და მისი მოსახლეობა ჩართულია აგრალურ სფეროში. ბოაკოს ნიკარაგუის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი ხორცისა და რძის პროდუქტებით მარაგდება როგორც ნიკარაგუა, ისე გააქვთ საზღვარგარეთ.

ახალდაგებული გზე, მანაგუიდან მომავალი კაპიტალი ავიტარებს ბოაკოს ეკონომიკას. ბოაკოს ახლა აქვს კაზინოები, ბანკები, გაზიდა ქუჩის განათებები. ბოაკოს მოსახლეობის 40% არის მუშა, მიახლოებით 13% კი უმუშევარია.


დემოგრაფია[რედაქტირება]

ბოაკოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ნიკარაგუის მოსახლეობის 1%. 56,900 (2006) კაციან მოსახლეობაში 27,900 (49%) არიან კაცები, 29,000 (51%) კი-ქალები. საშუალო ასაკი არის 21.4 წელი; მოსახლეობის 60.5% არის 15 და 64 წელს შორის.

მოსახლეობის 61% ცხოვრობს ქალაქში, 39% ცხოვრობს სოფელში. მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 52.36 კმ².

კულტურა[რედაქტირება]

ბოაკოში არის ფერნანდო ბუიტრაგო მორალესის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსეს ფლავიო სესარ ტეხირინომ და სტუდენტების ჯგუფმა 1979 წლის სანდინისტას რევოლუციის შემდეგ. ბიბლიოთეკაში თავმოყრილი იყო 500 წიგნიანი კოლექცია. იმ წლის ბოლოს იგი შევიდა ახლად დაარსებული საჯარო ბიბილიოთეკების ქსელში. ბიბლიოთეკა მუდმივად იღებდა სახელმწიფოსა და საერთაშორიოს დახმარებას ორგანიზაციებისგან და პიროვნებებისგან. შედეგად, დღესდღეობით წიგნების რაოდენობამ მიაღწია 8, 000 ცალს.

ბოაკოში არის რამდენიმე მუზეუმი. ბოაკოს ანთროპოლოგიის მუზეუმი, არტურო ხავიერ სუარეს მირანდას სახელობის მუნიციპალიტეტის მუზეუმი და კერძო მუზეუმი, რომელიც ეკუთვნის ბოაკოში აღზრდილ მწერალ, ისტორიკოსსა და ნიკარაგუის ენის აკადემიისა და ნიკარაგუის ისტორიიის აკადემიის წევრ, აკადემიკოს არმანდო ინკერ ბარკეროს.


ლიტერატურა და ხელოვნება[რედაქტირება]

ერნან რობლეტო (რომანისტი) და ფერნანდო ბუიტრაგო მორალესი (პოეტი, რომანისტი და ისტორიკოსი) იყვნენ ბოაკოს ლიტერატურის პირველი წარმომადგენლები. ბოაკოში დაიბადნენ ისეთი პოეტები და ხელოვანები, როგორებიც იყვნენ ლუის როჩა, ფლავიო ტიხერინო, არმანდო ინკერ აბრკერო. ასევე ინტელექტუალთა ჯგუფი Grupo U (1958) და ბოლო წლებში ლასარიო დიასი, იაოსკა ტიხერინო, ხავიერ ლეონ ვალდესი,

ადგილობრივი დღესასწაულები[რედაქტირება]

მოციქულ სანტიაგოს სახელობის დღესასწაული იწყება 25 ივლისს. ამ დღესასწაულის აღსანიშნავი ფოლკლორული და ტრადიდიული ნაწილი არის Los Bailantes (მოცეკვავეები), გლეხების ჯგუფი, რომელიც ცამოდის დღესასწაულზე თაობიდან თაობამდე XVII საუკუნიდან, რათა პატივი მიაგონ ბოაკოს მფარველ წმინდანს.

ტრანსპორტი და კომუნიკაციები[რედაქტირება]

ნიკარაგუის მნიშვნელოვანი ქალაქებიდან ბოაკოსკენ მიემართებიან როგორც მოკირწყლული, ისე ნაკლებად კეთილმოწყობილი გზები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი) მგზავრობა შესაძლებელია მანაგუიდან და სხვა დასახლებებიდან როგორც მუნიციპალიტეტის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთაც.

კომუნიკაციები[რედაქტირება]

ბოაკოს ტელეკომუნიკაციებს ზედამხედველობას უწევს ნიკარაგუის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ბოაკოს მუნიციპალიტეტში ემსახურება 1,326 ადამიანს.

ბოაკოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონებს ჩვეულებრივ გამოიყენებენ. ბოაკოში არის ფიჭური კავშირგაბმულობის ორი კომპანია მოვისტარი და კლარო.

მედია[რედაქტირება]

BoacoVisión არის ადგილობრივი საკაბელო ტელევიზია. ასევე არის რამდენიმე რადიო არხი, რომელიც მაუწყებლობს FM სიხშირეზე.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბოაკო&oldid=2382511“-დან