მოციქულთასწორი ელენე
| ელენე | |
|---|---|
| კონსტანტინე დიდი და მოციქულთასწორი ელენე | |
| დაიბადა | 250, ბითვინია |
| გარდაიცვალა | 327 |
| ხსენების დღე | ძვ. სტ. 21 მაისი, ახ. სტ. - 3 ივნისი. |
მოციქულთასწორი ელენე (ბერძნ. Ἑλένη; ლათ. Flavia Iulia Helena) - რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დედა. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 მაისი, ახალი სტილით - 3 ივნისი.
ელენეს შვილი კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმინდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმინდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმინდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმინდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმინდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინოპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმინდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- De Imperatoribus Romanis: Helena Augusta (248/249-328/329 A.D.)
- Eternal Word Television Network: Saint Helena Widow C. 330
[რედაქტირება] ლიტერატურა
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|
|||||||

