მასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასა, მატერიის ინერტულობის და გრავიტაციული თვისებების ერთ–ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელი სიდიდე.

  • ინერტული მასა – განსაზღვრავს სხეულის თვისებას შეინარჩუნოს მოძრაობა. კლასიკურ მექანიკაში ინერტული მასა განისაზღვრება, როგორც მოცემულ სხეულზე მოდებული ძალის შეფარდება ამ ძალით გამოწვეულ აჩქარებაზე
 F = m \frac{dv}{dt} = m a =>  m = \frac{F}{a}
  • გრავიტაციული მასა – განსაზღვრავს ძალას, რომლითაც სხეული ურთიერთქმედებს გრავიტაციულ ველთან.
 F = G{M_1 M_2 \over r^2}

ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია მათი ტოლობა, რაც ექვივალენტობის პრინციპს ექვემდებარება. ინერტული და გრავიტაციული მასების ტოლობას ჯერ კიდევ ნიუტონმა მიაქცია ყურადღება და შეამოწმა კიდეც ექსპერიმენტალურად 10−3 რიგის სიზუზტით. დღესდღეობით ექვივალენტობის პრინციპი უფრო დიდი სიზუსტით (3x10−13) არის შემოწმებული.

კლასიკურ ფიზიკაში მასა ინვარიანტული სიდიდეა და არ იცვლება ათვლის სისტემათა მიმართ. მასა აგრეთვე ადიტიური სიდიდეცაა, ანუ სისტემის მასა მისი შემადგენელი ნაწილების მასათა ჯამის ტოლია. რელატივისტური ფიზიკაში საქმე სხვაგვარადაა. მასა აქაც ინვარიანტულია, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება უძრაობის მასა (სხეულის იმპულსის ოთხვექტორის სიგრძე ინვარიანტულია ლორენცის გარდაქმნების მიმართ) და არაადიტიურია.

ბუნებაში გვხვდება ნულოვანი მასის მქონე ობიექტებიც. ასეთებია მაგალითად: ფოტონი და გრავიტონი. ნულოვანი მასის გამო ისინი სინათლის სიჩქარით (c ≈ 300.000 კმ/წმ) მოძრაობენ.

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, სტანდარტული მოდელის თანახმად, ნაწილაკის მასის არსებობა განპიროვნებულია ნაწილაკების ჰიგსის ბოზონებთან ურთიერთქმედებით.

SI სისტემაში მასის საზომი ერთეულია – კილოგრამი. CGS სისტემაში გამოიყენება – გრამი.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მასა&oldid=2357851“-დან