კულონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
| სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული. |
| სიდიდე: | ელექტრული მუხტი. |
| სიმბოლო (ქართ): | კულ |
| სიმბოლო (საერთ): | C |
| ეწოდა სახელი: | შარლ ოგიუსტენ კულონის |
| ექვივალენტი: | 1 კულ = |
| SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 ა წმ |
| გაუსის ერთეულებში | 2.997924580 1010 სტატკ |
| ბუნებრივ ერთეულებში | 6.242 1018 e |
კულონი (ქართული შემოკლება კულ, საერთაშორისო C) არის SI სისტემაში ელექტრული მუხტის (წარმოებული) ერთეული. მას სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსის შარლ ოგიუსტენ კულონის პატივსაცემად.
სექციების სია |
განმარტება[რედაქტირება]
ერთი კულონი არის ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელსაც გადაიტანს ერთი წამის განმავლობაში ერთი ამპერი მუდმივი ელექტრული დენი. [1][2][3]
- 1 კულ = 1 ა x 1 წმ
ერთი კულონი არის აგრეთვე ელექტრული მოხტის ის რაოდენობა, რომელიც არის მოთავსებული ერთი ფარადი ტევადობის მქონე სხეულზე როდესაც პოტენციალთა სხვაობა 1 ვოლტის ტოლია.
- 1 კულ = 1 ფ x 1 ვ
გადაყვანა სხვა ერთეულებში[რედაქტირება]
- ერთი მოლი ელექტრონების მუხტის ეწოდება ფარადეის მუდმივა. ერთი ფარადეი= 96485.3399 კულ.
- ერთი ამპერ-საათი = 3600 კულ.
- ელემენტარული მუხტი არის 1.602176487 10-19 კულ.
- ერთი სტატაკულონი (გაუსის ერთეულთა სისტემაში მუხტის ერთეული) არის 3.3356 10-10 კულონი.
- ერთი კულონი არის 6.241506 10 18 ელექტრონის მუხტი.
სტატიის