სიმენსი (ერთეული)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმენსი - ერთეულთ საერთაშორისო სისტემის (SI) ელექტრული გამტარობის ერთეული. ქართული აღნიშვნა - სიმ, საერთაშორისო - S. 1 სიმენსი ტოლია ისეთი გამტარის ელექტრული გამტარობისა, რომლის წინაღობა 1 ომია. სახელი ეწოდა ე. სიმენსის პატივსაცემად. XIX საუკუნეში სიმენსის სახელით იყო ცნობილი ახლა ხმარებიდან გამოსული ელექტრული წინაღობის ერთეული, რომელიც ტოლია 1 მ სიგრძისა და 1 მმ² განივკვეთის ფართობის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წინაღობისა 0 °C-ზე.