ნისკარტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრინველთა ნისკარტები

ნისკარტი, ფრინველთა ორგანო, რომელსაც ქმნის მოგრძო უკბილო ყბები და ფარავს რქოვანი შალითა - რამფოთეკა. ფრინველთა ემბრიონში ნისკარტის ზედა ნაწილში დროებით ვითარდება წაწვეტებული რქოვანი ბორცვაკი, რომელიც გამოჩეკისას ეხმარება ნაჭუჭის გატეხაში. მრავალი ფრინველის ზედა ნისკარტის ფუძე ცვილიანათია დაფარული. სხვადასხვა ფრინველს სხვადასვხა ზომისა და ფორმის ნისკარტი აქვს. ზოგი მსხვერპლის დაჭერას და ზოგჯერ მის დანაწევრებას ემსახურება. სხვები მომარჯვებულია კაკუნის, ქექვის, ბუმბულის წმენდის, ბუდის აგებისათვის და სხვა. ნისკარტის ამ სხვადასხვაგვარ ფუნქციას ხელს უწყობს ზედა ნისკარტის მოძრაობა, რომელსაც შეუძლია მობრუნდეს ზემოთ და ქვემოთ ან შუაში მოიხაროს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 443-444, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე