მზეთუნახავი და მხეცი (1991 წლის ფილმი)
| მზეთუნახავი და მხეცი | |
|---|---|
| ფილმის ტიპი | ნახატი |
| ჟანრი | ზღაპარი |
| რეჟისორი | დონ ჰენი |
| პროდიუსერი | დონ ჰენი, ჰოვარდ ეშმენი |
| სცენარის ავტორი | ლინდა ვულვერტონი |
| მონტაჟი | ჯონ კერნოჰენი |
| როლებს ახმოვანებენ | რობი ბენსონი პეიჯ ო'ჰარა რიჩარდ უაიტი ჯერი ორბაქი ენჯელა ლენსბერი დევიდ ოგდენ სტირსი |
| კომპოზიტორი | ალან მენკენი, ჰოვარდ ეშმენი |
| სტუდია | Walt Disney Pictures |
| დისტრიბუტორი | Walt Disney Pictures Walt Disney Studios Motion Pictures |
| ქვეყანა | |
| ხანგრძლივობა | ორიგინალური ვერსია 84 წთ. ვრცელი ვერსია 90 წთ |
| პრემიერა | აშშ 22 ნოემბერი, 1991 საფრანგეთი 21 ოქტომბერი, 1992 |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 25,000,000 $ |
| შემოსავალი | 377,350,553 $ |
| შემდეგი | მზეთუნახავი და მხეცი: მოჯადოებული შობა (1997) |
| IMDb | ID 0034492 |
მზეთუნახავი და მხეცი (ინგლ. Beauty and the Beast) — 1991 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოუშვა უოლტ დისნეის კომპანიამ. ეს არის კომპანიის რიგით 30-ე სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი ეფუძნება ამავე სახელწოდების ცნობილ ფრანგულ ზღაპარს. მზეთუნახავი და მხეცი ასევე მოჰყვა გაგრძელება - მზეთუნახავი და მხეცი: მოჯადოებული შობა (1997).
[რედაქტირება] სიუჟეტი
პროლოგში მოთხრობილია, თუ როგორ შეიცვალეს იერი პრინცმა და მისმა მოახლეებმა. გადის წლები. გოგონა სახელად ბელი ცხოვრობს პატარა ქალაქში, სადაც მას და მის გამომგონებელ მამას ყველა უცნაურ ადამიანებად თვლის. მაგრამ ქალაქში არის კაცი სახელად გასტონი, რომელიც ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე.
სხვა ქალაქში მგზავრობისას ბელის მამა მორისი მოულოდნელად მოხვდება მოჯადოვებულ სასახლეში, სადაც მოლაპარაკე ნივთებია. მაგრამ მის სტუმრობას ხელს უშლის დიდი მხეცი, რომელიც მას საპყრობილეში აგდებს. გადის დრო და ბელი, მამის ძიებისას, თავად მიაგნებს სასახლეს. მხეცი თანახმაა, გაუშვას მორისი, მაგრამ მხოლოდ ბელის სანაცვლოდ. გოგონა რჩება მასთან. მხეცი მას ძალიან უხეშად ექცევა, მაგრამ ბელის ზრუნვით, იგი იცვლება და უყვარდება გოგონა.
მორისს სოფელში არავინ უჯერებს, მხოლოდ გასტონია დარწმუნებული, რომ მთელი ამ ისტორიიდან შეუძლია სარგებელი ჰპოვოს. მხეცი დროებით უშვებს ბელს შინ, მამის სანახავად. გოგონა მოულოდნელად ბრუნდება, როდესაც მორისს აკითხავენ საგიჟეთიდან. არავის სჯერავს, რომ მხეცი მართლაც არსებობს. მაშინ ბელი ყველას უჩვენებს სარკეს, სადაც მხეცი გამოჩნდება. გასტონი იყენებს ამ საბაბს და მთელ სოფელს ააჯანყებს, რათა სასახლე დაიპყრონ.
სასახლეში დიდი ბრძოლა იმართება, ნივთებსა და ადამიანებს შორის. გასტონი სასიკვდილოდ დაჭრის მხეცს, მაგრამ თავად გადმოვარდება მაღალი კოშკიდან. ბელი სასოწარკვეთაშია. მაგრამ მხეცი უეცრად იქცევა ლამაზ პრინცად. სასახლე ძველ იერს იბრუნებს, ნივთები კი ადამიანებად იქცევიან.
[რედაქტირება] მუსიკა
ისევე, როგორც დისნეის კომპანიის ბევრ სხვა მულტფილმში, ამ ფილმშიც ბევრი სიმღერა ჟღერს, თუმცა აქ მათი რაოდენობა ფილმს პრაქტიკულად მიუზიკლად გარდაქმნის. ამან შემქმნელებს უბიძგა, ოფიციალური მიუზიკლი ბროდვეის სცენაზეც დაედგათ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) მზეთუნახავი და მხეცი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- მზეთუნახავი და მხეცი ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში

