უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია
Walt Disney Animation Studios logo.svg
ტიპი: Walt Disney Motion Pictures Group-ის ფილიალი
დაფუძნდა: 16 ოქტომბერი, 1923 (ძმები დისნეების ანიმაციური სტუდიის სახელით)
დამაარსებელი: უოლტ და როი დისნეები
მდებარეობა: ბერბენკი, კალიფორნია, აშშ
წამყვანი: ედვინ კეტმელი, პრეზიდენტი
ჯონ ლასეტერი, აღმასრულებელი შემოქმედებითი მოხელე
ენდრიუ მილსტეინი, გენერალური მენეჯერი
დარგი: ანიმაცია
მხატვრული ფილმები
პროდუქცია: ანიმაციური ფილმები

უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია (ინგლ. Walt Disney Animation Studios) — ამერიკული ანიმაციური სტუდია და უოლტ დისნეის კომპანიის ფილიალი. შექმნის დღეებიდან წარმოადგენდა კონგლომერატის Walt Disney Productions ნაწილს. მის მიერ გადაღებული პირველი ფილმი იყო ფიფქია და შვიდი ჯუჯა, რომელზეც მუშაობა 1934 წელს დაიწყო. 1986 წელს კორპორაცია რესტრუქტურიზაციის შედეგად (რაც მიზნად უოლტ დისნეის კომპანიის ჩამოყალიბებას ისახავდა) იგი ოფიციალურად გახდა ცნობილი სახელწოდებით უოლტ დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია. მიმდინარე სახელწოდება მას 2007 წელს მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]