იმპერატორის ახალი თავგადასავალი
| იმპერატორის ახალი თავგადასავალი | |
| რეჟისორი | მარკ დინდელი |
|---|---|
| პროდიუსერი | რენდი ფალმერი დონ ჰენი |
| სცენარის ავტორი | დევიდ რეინოლდსი |
| როლებს ახმოვანებენ | დევიდ სპეიდი ჯონ გუდმენი ერთა კიტი პატრიკ უორბატონი ჯონ ფიდლერი |
| მთხრობელი | დევიდ სპეიდი |
| კომპოზიტორი | ჯონ დებნი |
| სტუდია | Walt Disney Feature Animation |
| დისტრიბუტორი | Walt Disney Pictures Buena Vista Distribution |
| ქვეყანა | |
| ხანგრძლივობა | 78 წთ. |
| პრემიერა | დეკემბერი 15, 2000 |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 100 მილიონი აშშ დოლარი |
| შემოსავალი | 169,327,687 აშშ დოლარი |
| შემდეგი | კრონკის ახალი თავგადასავალი |
იმპერატორის ახალი თავგადასავალი არის 2000 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი. იგი გადაიღო სტუდიამ Walt Disney Feature Animation. ეს არის მისი რიგით 40-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ჰანს ქრისტიან ანდერსენი ზღაპრიდან, „იმპერატორის ახალი სამოსი“, თუმცა ფილმისა და ზღაპრის სიუჟეტებს საერთო არაფერი აქვთ.
თავდაპირველად იმპერატორის ახალი თავგადასავალი ჩაფიქრებული იყო, როგორც ამბავი მზის სამეფოსი, რომელსაც გადაიღებდნენ მარკ დინდელი და როჯერ ელერსი (მეფე ლომის ერთ-ერთი რეჟისორი).
საბოლოო სიუჟეტის მიხედვით, ბოროტი გრძნეული, იზმა, ეგოისტურ იმპერატორ კუზკოს ლამად აქცევს. მას მხოლოდ გლეხი პაჩა თუ დაეხმარება. პრობლემა კი იმაშია, რომ მანამდე იმპერატორმა განაცხადა, რომ პაჩას სახლის ადგილზე აპირებს თავისთვის ახალი დიდი სახლის აშენებას.
ფილმი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, სიმღერით My Funny Friend and Me, რომელსაც სტინგი ასრულებს, თუმცა გაიმარჯვა ბობ დილანის სიმღერამ Things Have Changed, ფილმიდან საოცარი ბიჭები.
მოგვიანებით, 2005 წელს სხვადასხვა ვიდეოფორმატში გამოვიდა ფილმის გაგრძელება, კრონკის ახალი თავგადასავალი. ამას მოჰყვა სატელევიზიო სერიალიც, იმპერატორის ახალი სკოლა (2006).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) იმპერატორის ახალი თავგადასავალი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- იმპერატორის ახალი თავგადასავალი ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში