მელა და ძაღლი (ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელა და ძაღლი
Foxandhound.jpg
რეჟისორი ტედ ბერმანი
რიჩარდ რიჩი
პროდიუსერი რონ მილერი
არტ სტივენსი
ვოლფგანგ რაიტერმანი
სცენარის ავტორი ტედ ბერმანი
ლერი კლემონსი
ნაწარმოები მელა და ძაღლი
როლებს ახმოვანებენ მიკი რუნი
კერტ რასელი
კომპოზიტორი ბადი ბეიკერი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
ხანგრძლივობა 83 წთ.
პრემიერა ივლისი 10, 1981 (1981-07-10)
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 39,900,000 აშშ დოლარი
შემდეგი მელა და ძაღლი 2 (2006)
IMDb ID 0082406

მელა და ძაღლი (ინგლ. «The Fox and the Hound») არის 1981 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოუშვა უოლტ დისნეის კომპანიამ. ფილმის პრემიერა შედა 10 ივლისს. ეს იყო კომპანიის რიგით 24-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება დენიელ მენიქსის ამავე სახელწოდების მოთხრობას.

ორი მეგობარი, მელა და ძაღლი, ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ინსტინქტურად მათ მტრობა აკავშირებთ. ფილმი თავისი გამოსვლის მომენტისათვის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე იყო, რაც წარმოადგენდა 12 მილიონ აშშ დოლარს. მელა და ძაღლი ასევე მოჰყვა გაგრძელება - მელა და ძაღლი 2 (2006).

სექციების სია

[რედაქტირება] სიუჟეტი

მას შემდეგ რაც პატარა მელა დაობლდა, ბუ სახელად ’დიდი დედა’ მას მიუყვანს ქვრივ ტვიდს. ტვიდი მელას ტოდს შეარქმევს. ამასობაში, ტვიდის მეზობელი, ეიმოს სლეიდი იყვანს ლეკვს სახელად კოპერი და მას თავის ასაკოვან ძაღლს მიაბარებს. მალე ტოდი და კოპერი მეგობრები ხდებიან, მაგრამ ერთ დღეს მოხუცი ძაღლი შეიტყობს ამის შესახებ და, პატრონთან ერთად დაედევნება ტოდს. მელას მხოლოდ ტვიდი გადაარჩენს, ხოლო სლეიდი შეჰპირდება ტვიდს, რომ ოდესმე მაინც მოკლავს ტოდს. სანადირო სეზონის დაწყებისთანავე სლეიდს ძაღლები ტყეში გაჰყავს. ამასობაში კი ტვიდი უხსნის ტოდს, რომ კოპერთან მეგობრობა ვერ გაგრძელდება, რადგან ორივე ბუნებით ერთმანეთის მტერია - თუმცა ტოდი მას არ უჯერებს.

თვეების შემდეგ ტოდი და კოპერი უკვე იზრდებიან. ერთ დღეს ტოდი შეეცდება მის მონახულებას, მაგრამ კოპერი უხსნის, რომ ის უკვე მონადირე ძაღლია და ამიტომ ბევრი რამ მათ ურთიერთობაში უნდა შეიცვალოს. მოხუცი ძაღლი იღვიძებს, აღვიძებს სლეიდს, იწყება დევნა და მოხუც ძაღლს მატარებელი ეჯახება. იგი ამიერიდან ხეიბარია. კოპერიც და მისი პატრონიც ამიერიდან ტოდის დაჭერას განიზრახავენ, რათა შური იძიონ.

ტვიდი ხვდება, რომ ტოდის მასთან დარჩენა უკვე საშიშია და მას გააცნობს მელას სახელად ვიქსი, რომელიც ტოდს უყვარდება. სლეიდი და კოპერი კი ნადირობენ ორივეზე. მაგრამ მოულოდნელად ჩნდება დიდი დათვი, რომელიც ყველას თავს ესხმის. სლეიდი საკუთარ ხაფანგში ეგება, ხოლო კოპერი ცდილობს, გაუმკლავდეს დათვს. საბოლოოდ მას უერთდება ტოდი და, დათვთან ერთად, ეცემა ჩანჩქერის დინებაში. კოპერი მოძებნის ტოდს, რომელიც თავს იკატუნებს, თითქოს მკვდარია. მოახლოებული სლეიდი ცდილობს, ესროლოს ტოდს, მაგრამ ხედავს, რომ მელა ისედაც არ ინძრევა და მიჰყავს კოპერი. საბოლოოდ, კოპერი უკან იხედება და ტოდს უღიმის. ტოდი გარბის, ხვდება ვიქსის და ორივე გორაკიდან ათვალიერებს კოპერისა და ტვიდის სახლებს.

[რედაქტირება] პერსონაჟებს ახმოვანებენ

  • მიკი რუნი - ტოდი
  • კერტ რასელი - კოპერი
  • სენდი დანკანი - ვიქსი
  • პერლ ბეილი - დიდი დედა
  • რიჩარდ ბაკალიანი - დინკი
  • პოლ ვინჩელი - ბუმერი
  • პეტ ბეტრემი - შეფი, მოხუცი ძაღლი
  • ჟანეტ ნოლანი - ტვიდი
  • ჯეკ ელბერტსონი - ეიმოს სლეიდი
  • კიტ კუგენი - პატარა ტოდი
  • კორი ფელდმენი - პატარა კოპერი
  • ჯონ ფიდლერი - მაჩვზღარბი
  • ჯონ მაკ-ინტაირი - მაჩვი

[რედაქტირება] სიმღერები

  • Best of Friends
  • Lack of Education
  • A Huntin' Man
  • Goodbye May Seem Forever
  • Appreciate the Lady

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე