მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი | |
---|---|
დაიბადა | 10 ივნისი, 1929[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაიცვალა | 17 სექტემბერი, 2016 (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი, თურქეთი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | ფერწერა, გრაფიკა |
მომზადება | თბილისის სამხატვრო აკადემია |
მიმდინარეობა | მონუმენტური ქანდაკება |
ჯილდოები |
მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი, თურქეთი[2]) — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი.[3] სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987),[4] საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,[5] თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნიკოლოზ კანდელაკი). ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში.[6] ძირითადი ნამუშევრებია: „რუსთაველი“ (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: „დავით გურამიშვილი“ (თუჯი, 1965, თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (ბრინჯაო, 1971, კასპი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“ (ბრინჯაო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან...“ (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგპრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“). ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.[5] 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, „ზარი“ („საბჭოთა საქართველო“, 1979). საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994). 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[7]
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975).[8] 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“.
2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, ბერძენიშვილს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.[9]
2015 წელს ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს-სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.[10]
მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში.[6] დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში.[11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორთქიფანიძე ი., მერაბ ბერძენიშვილი. ალბომი, თბ., 1978.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335-336.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერაბ ბერძენიშვილი“ ვიკისაწყობში.
- მერაბ ბერძენიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მერაბ ბერძენიშვილი — ბურუსი — Burusi
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1929 წლის 10 ივნისს მერაბ ბერძენიშვილი დაიბადა. „ქართული აზრი“ (10 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ „გადმოგცემთ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელ სურვილს“. „არტინფო“ (18 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ მერაბ ბერძენიშვილი. Codna.ge. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ სტატია დიდი საბჭოთა ენციკოპედიიდან. dic.academic.ru. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2019.
- ↑ 5.0 5.1 მერაბ ბერძენიშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ 6.0 6.1 ლალი ფაცია. (18 სექტემბერი, 2016) მერაბ ბერძენიშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - რატომ იყო გულნატკენი ბოლო წლებში დიდი ქართველი ხელოვანი. Ambebi.ge. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ტაბულა“ (18 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ საიუბილეო წიგნი-ალბომი „მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება“. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (24 ივნისი, 2014). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ „მეამაყება, ვიყო იმ ქალაქის მერი, რომლის საპატიო მოქალაქე მერაბ ბერძენიშვილი გახლავთ“. გურიის მოამბე (25 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი,2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს. Сity.kvira.ge (22 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2024
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2024
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2021
- Pages with image sizes containing extra px
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახალხო მხატვრები
- დაბადებული 10 ივნისი
- დაბადებული 1929
- გარდაცვლილი 17 სექტემბერი
- გარდაცვლილი 2016
- ქართველი მოქანდაკეები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1983)
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ბერძენიშვილები
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები